ლუკა ძიძიგური 1 დეკემბერს გამთენიისას, 6 საათიდან 7 საათამდე რუსთაველის გამზირზე დააკავეს.
ახალგაზრდა კაცი საპროტესტო აქციაზე დასთან და მის მეგობართან ერთად იყო და უკვე სახლში წასვლას აპირებდა, როცა პოლიციამ კიდევ ერთხელ გაუშვა ცრემლსადენი გაზი დემონსტრანტების დასაშლელად.
ახალგაზრდებმა თავი ეზოს შეაფარეს, სადაც 15-20 წუთს გაჩერდნენ, სანამ კვამლი გაიფანტა. ამის შემდეგ მათ ნიღბები და სხვა დამცავი საშუალებები ზურგჩანთებში ჩაილაგეს და კვლავ რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.
საჯარო სექტორის თანამშრომლები ერთობლივ განცადებას ავრცელებენ, რომლის თანახმადაც ისინი ემიჯნებიან ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერევასთან დაკავშირებით და მკაცრად გმობენ "საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას".
ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაშია გადაყვანილი ტელეკომპანია „ფორმულის“ ოპერატორი თედო ქვაჩახია. ის რუსთაველის გამზირზე, 4 დეკემბრის ღამეს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაშავდა.
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 3-4 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 15 დაშაბული.
მათ შორის აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალების 3 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 წარმომადგენელია.
ფორუმი