Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2024 წელს საპროცესო შეთანხმებისას სასჯელის სახით შეფარდებულმა ჯარიმებმა რეკორდულ ოდენობას მიაღწია და 38 მილიონს გადააჭარბა


თბილისის სააპელაციო სასამართლოს შიდა სივრცე
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შიდა სივრცე

საქართველოს პროკურატურის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში საპროცესო შეთანხმებისას დაკისრებული ფულადი ჯარიმების რაოდენობამ უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია - მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით საპროცესო შეთანხმებისას სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი არ გაზრდილა, ჯარიმის სახით გადახდილი თანხების ოდენობა 6 მილიონ ლარზე მეტით აღემატება 2024 წლის მონაცემს.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს:

  • საპროცესო შეთანხმებისას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სასჯელის სახით გამოყენების მაჩვენებელი 16,8% იყო, რაც წინა წლებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. 2021-2023 წლებში ეს რიცხვი 15,8%-ზე მაღალი არ ყოფილა.
  • სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელი 19% იყო - წინა წლებთან შედარებით ესეც გაზრდილი მაჩვენებელია. 2020-2024 წლებში ყველაზე მაღალი ეს მაჩვენებელი 18,1% იყო.
  • გაზრდილია საპროცესო შეთანხმების საფუძველზე არასრულწლოვანის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - გასულ წელს თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანებისთვის გამოყენებული იქნა 29,4%-ში. 2023 წელს ეს რიცხვი 15,2% იყო, 2022 წელს - 19,4%.

2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული იყო 9098 ბრალდებული და მსჯავრდადებული პირი, მათ შორის 396 ქალი - პატიმართა რაოდენობა გასულ წელს ყველაზე ახლოს არის 2013 წლის მაჩვენებელთან - ყველა დანარჩენ წელს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პატიმართა რაოდენობა 9100-ს აჭარბებდა, თუმცა 10 400-ს არ აღემატებოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG