ოჯახის წევრები და გულშემატკივრები ელიან, რომ მოსამართლე საბა ჯიქიას საქმეზე გადაწყვეტილებას დღესვე გამოაცხადებს. დარჩენილია დაცვის მხარის საბოლოო სიტყვა და რეპლიკების ეტაპი.
თამარ მჭედლიშვილს დღეს, 12:00-ზე კიდევ ერთი პროცესი აქვს, სადაც ჯგუფურ ძალადობაში 8 დემონსტრანტია ბრალდებული.
საბა ჯიქიას საქმეზე სხდომა იმართება მეორე დარბაზში, ბევრი გულშემატკივარია მოსული, ნახევარმა პროცესზე შესვლა ვერ მოახერხა. საკმარისი ადგილი არ იყო. მანდატურებმა თვლით შეიყვანეს 40 ადამიანი, ერთ სკამზე ორს დაჯდმომის უფლება არ მისცეს.
საბა ჯიქია შემოიყვანეს სხდომათა დარბაზში, პირველ რიგში მსხდომ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ესალმება. „მამა სადაა?“, - ეკითხება დედას.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი
პროკურორი: თამარ იაკობიძე
ადვოკატი: გუჯა ავსაჯანიშვილი
ბრალი: 19 წლის საბა ჯიქიას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმროვას ითვალისწინებს.
ფორუმი