Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბა ჯიქიას საქმე - ლაივბლოგი (03/07/2025)

👨‍⚖️ საქალაქო სასამართლოში საბა ჯიქიას პროცესი მიმდინარეობს. დასკვნით სიტყვას იტყვის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი 🗣️ მხარდამჭერებს აქვთ მოლოდინი, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას დღესვე გამოაცხადებს 📝 საქალაქო სასამართლოდან სიახლეებს ჟურნალისტი, სალომე ჩადუნელი გვაცნობს

10:56 3.7.2025

საქალაქო სასამართლოში საბა ჯიქიას პროცესი მიმდინარეობს. დასკვნით სიტყვას იტყვის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი

მხარდამჭერებს აქვთ მოლოდინი, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას დღესვე გამოაცხადებს

11:04 3.7.2025

მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი

პროკურორი: თამარ იაკობიძე

ადვოკატი: გუჯა ავსაჯანიშვილი

ბრალი: 19 წლის საბა ჯიქიას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმროვას ითვალისწინებს.

11:04 3.7.2025

საბა ჯიქია შემოიყვანეს სხდომათა დარბაზში, პირველ რიგში მსხდომ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ესალმება. „მამა სადაა?“, - ეკითხება დედას.

11:08 3.7.2025

საბა ჯიქიას საქმეზე სხდომა იმართება მეორე დარბაზში, ბევრი გულშემატკივარია მოსული, ნახევარმა პროცესზე შესვლა ვერ მოახერხა. საკმარისი ადგილი არ იყო. მანდატურებმა თვლით შეიყვანეს 40 ადამიანი, ერთ სკამზე ორს დაჯდმომის უფლება არ მისცეს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG