Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბა ჯიქიას საქმე - ლაივბლოგი (03/07/2025)

👨‍⚖️ საქალაქო სასამართლოში საბა ჯიქიას პროცესი მიმდინარეობს. დასკვნით სიტყვას იტყვის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი 🗣️ მხარდამჭერებს აქვთ მოლოდინი, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას დღესვე გამოაცხადებს 📝 საქალაქო სასამართლოდან სიახლეებს ჟურნალისტი, სალომე ჩადუნელი გვაცნობს

12:01 3.7.2025

რეპლიკების ეტაპზე ადვოკატს პასუხობს პროკურორი, თამარ იაკობიძე და ამბობს: ადვოკატმა სპეკტაკლი დადგაო.

აწყვეტინებს მოსამართლე: ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სპეკტაკლი დადგა და მე ასე ვუსმენდი?

პროკურორი: ჩემი შეფასებაა.

მოსამართლე: სხვა პროცესებზე...

პროკურორი აგრძელებს და ამბობს, რომ ვიდეომტკიცებულება მოწმეების დაკითხვის პარალელურად შეისწავლეს, მათ კი თავად დაადასტურეს, რომ ვიდეოში იყვნენ ასახულებიო.

„მათ დაადასტურეს, რომ წაქცეული წიხლი მოხვდათ და ვიდეოჩანაწერში ეს იდენტიფიცირებულია. მოწამლული ხის ნაყოფი ახსენა დაცვის მხარემ და არ ვიცი რას მივაწერო მტკიცება, თითქოს ბრალდების მხარემ მტკიცებულებების ნაწილი მიზანმიმართულად არ გამოიკვლია. რეალურად ეს განჩინება ფიზიკურად არ მაქვს და ვაჩვენებ, რომ მოწამლული ხის ნაყოფი მტკიცებულებების გადაუცემლობაზეც კი არ ვრცელდება..."

11:52 3.7.2025

ადვოკატი: „ბატონმა ბექამ ნაკაწრიც არ მიიღო სამი კაცი უსწორდება მას და ექსპერტიზა ვერ მოიტანეს? საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რომ ბექა გოტიაშვილი, საერთოდ იქ იყო".

[ბექა გოტიაშვილი საქმის მასალების მიხედვით, არის გდდ-ს თანამშრომელი]

„კვალიფიკაციაზე ვიმსჯელოთ, თქვენ მუხლის გადაკვალიფიცირების შესაძლებლობა გაქვთ. რატომ არაა აღნიშნული მუხლის სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი მუხლის პირველი ნაწილი... არის თუ არა 353 მუხლი საერთოდ და რა მტკიცებულება არსებობს, რომ თუ ის პოლიციელი იყო და თუ ის საბა ჯიქია იყო, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ხელის შეშლა იყო? ...თავდასხმა სად მოხდა? თქვენ გჭირდებათ განაჩენისთვის ორი პირდაპირი მტკიცებულება. ჩვენ გვაქვს ქეისები, მაგალითად გაუპატიურების, როცა მოსამართლეები თვალს ხუჭავენ და ერთი მტკიცებულებით გამოაქვთ გადაწყვეტილება, ამ საქმეში ერთი პირდაპირი და ერთი ირიბი მტკიცებულებაც არ გვაქვს... განაჩენში ხომ უნდა დაწეროთ რამე, ბატონო მოსამართლე. მე მჯერა, რომ თქვენ პიროვნულად ხართ ადამიანი, რომელიც თავის თავთან მარტო რომ დარჩენა, გიფიქრებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი თეთრ ფურცელზე დაწეროს".

ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა დაასრულა.

11:46 3.7.2025

ადვოკატი აანალიზებს დაკითხულო პოლიციელების ჩვენებებს, სადაც ნათქვამია, რომ მათ ამოსაცნობი ნიშანი არ ჰქონდათ და არ აღიქმებოდნენ პოლიციელებად. მეორე პოლიციელმა კი თქვა, [აკეთებს პერიფრაზს ადვოკატი], „თუ არ ვიცი პოლიციელია თუ არა, მივალ და შევეკითხებიო“.

11:39 3.7.2025

ადვოკატი: „თვლიან, რომ პოლიტიკურ ქეისებზე წინასწარ გამოტანილი გადაწყვეტილებები არსებობს. თქვენ[მიმართავს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს] არ ხართ პიროვნება თქვენი ცოდნიდან და გამოდილებიდან, რომ ვიღაცამ რაღაცა დაავალოს და თქვენ დაივალოთ.

დღეს პროკურატურმა თქვენ ისეთ მდგომარეობაში ჩაგაყენათ, რომ მოგიყვანათ ორი მოწმე, რომელსაც ამოცნობილი არ ჰყავს და მოგიტანათ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც საბა ჯიქიას მხარე დაიჭირა და კარიერა შესწირა ქვეყანას და ამისთვის მადლობა, ან დაეზარა. .... ვიდეო გამოკვლეული არაა და ვერ დაეყრდნობით“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG