Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სხვიტარიძის სასამართლო პროცესიდან
განახლებები სხვიტარიძის სასამართლო პროცესიდან

საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი - ლაივბლოგი (09/07/2025)

14:57 9.7.2025

ნანა მალახშიას თქმით, ჯგუფს, რომლებსაც ე.წ. ტიტუშკებად მოიხსენიებს, ეხურათ ქუდები, პირბადეები, იყვნენ აგრესიულები.

მისი თქმით, ეკითხებოდნენ, რატომ მოვიდნენ; „ტონში ეტყობოდათ აგრესიულობა და აგდებულობა", - ასკვნის ნანა მალაშხია.

ის აგრძელებს მოყოლას, როგორ დაიძრა სასტუმროს სვეტებისკენ და „შეიცნო ტიტუშკა“.

„არ შემოვიდა ჩემთან კონტაქტში, შემდეგ ტელევიზიით გავიგე, რომ პოლიციელი იყო. ქაოსი იყო, სიბრაზე, შფოთი, აღშფოთება. სამართალდამცველები წინ დგანან და არ მოდიან, არ გიცავენ და უფრო მეტიც, ეს ადამიანები აგრესიულები არიან და პროვოკაციას აქეთ აწყობენ", - ამბობს მალაშხია სხდომაზე ჩვენების მიცემისას.

14:54 9.7.2025

ნანა მალახშიას მონაყოლის თანახმად, „ქორთიართ მარიოტში“ საღამოს რვა საათზე მივიდა. შენობაში უპრობლემოდ შევიდა, წინაღობის გარეშე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეთანხმდნენ, რო გარეთ ერთად გასულიყვნენ.

„თავები ქვევით... როგორც კი გარეთ გამოვედი, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვიყავი... გამოსასვლელთან კიბეებთან დავდექი. საბა იდგა ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად, ერთმანეთს იმ საფრხეზე ვესაუბრებოდით, რაც შეიძლება მათი მხრიდან წამოსულიყო. მახსოვს ანი ქავთარაძე, ნინო გოგოლაშვილი, საბა სხვიტარიძე, ანა გოგოლაძე [ანუ ისინი იდგნენ მასთან ერთად - რ.თ.]...

არავითარი ნიშანი იმისა, რომ ისინი არ იყვნენ ტიტუშკები, არ არსებობდა. ტელევიზიით გავიგე, რომ მათი ნაწილი სამართალდამცველები იყვნენ, მაღალჩინოსნებიც კი...

ჩემს წინ, თავისუფლების მოედანზე იდგნენ სპეცრაზმელები, ახლოს იყვნენ სასტუმროსთან, ჩასასვლელი რომაა საფეხმავლო იქ. მოედანი გადავსებული იყო, გდდ-ს ავტობუსები იდგა...დავიძარი მარჯვენა მხარეს, მივედი პ

14:49 9.7.2025

ნანა მალახშია ამბობს, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს, ქორთიარტ მარიოტში პოლიტიკური სუბიექტების შეხვდრა ჩაინიშნა. მისი თქმით, არსებული პოლიტიკური ვითარება უნდა განეხილათ.

„28 ნოემბრიდან სამართალდამცველებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. 29 ნოემბერს გდდ-ს წარმომადგენელმა ცხვირიც კი გამიტეხა. ვისაუბრეთ და შევაფასეთ ეს ძალადობა. საათნახევარი გაგრძელდა. შეხვდრის მსვლელობისას შევიტყვე, რომ გარეთ ე.წ. ტიტუშკები იყვნენ მობილიზებულები", - ამბობს მალაშხია.

14:44 9.7.2025

მოწმედ გამოიძახეს ნანა მალაშხია, 2024 წლის არჩევნებზე კოალიცია „ცვლილებისთვის“ პირველი ნომერი, ასევე, ცნობილი, როგორც „ქალი ევროკავშირის დროშით“.

ნანა მალაშხია
ნანა მალაშხია


ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG