საბა სხვიტარიძის საქმეზე სასამართლო სხდომა მე-14 დარბაზში იმართება. მანდატურებმა დამსწრეები დარბაზში თვლით შეუშვეს. მოსამართლე, ჯვებე ნაჭყებიამ სხვიტარიძის მხარდამჭერებს უფლება მისცა, დასხდნენ იმდენი, რამდენსაც ჩაიჯენენ.
საბა სხვიტარიძე შემოიყვანეს სხდომაზე. მეგობარი, მარიამ შუშანია ეკითხება: „სათვალეს რატომ არ ცვლი“?
დაცვის მხარე იძახებს მოწმეს - ნინო გოგინაშვილი.
„ვინაიდან ამ ქვეყანაში სამართალი არ არის, რელიგიურ ფიცს დავდებ", - ამბობს ნინო გოგინაშვილი და იფიცებს, რომ იტყვის სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა.
ნინო გოგინაშვილის თქმით საბა სხვიტარიძე აქტივიზმიდან გაიცნო. „ის აქტიური მოქალაქეა“ ამბობს გოგინაშვილი. მოწმე გოგინაშვილი პარტია „ახალს“ წარმოადგენს.
ფორუმი