ნინო გოგინაშვილს კითხვებს უსვამს პროკურორი, როინ ხინთიბიძე. ის დაინტერესდა, სად იყო საბა სხვიტარიძე, როცა შეხვედრას არ ესწრებოდა, მაგრამ ქორთიარტის მიმდებარედ იყო.
მოწმემ არ იცის. ის შეხვედრას ესწრებოდა. ნინო გოგინაშვილი ასევე ამბობს, რომ მას არ დაუნახავს, გაარტყა თუ არა საბა სხვიტარიძემ ხელი ვინმეს.
ის იხსენებს, რომ ყოფილმა მოსამართლემ, რომელიც ახლა წარმოადგენს კოალიციას „ცვლილებისთვის“, მაია კოპალეიშვილმა დარეკა პატრულში, თუმცა მათ დასახმარებლად არავინ მივიდა.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია დაინტერესდა, ხომ არ იყო საბა სხვიტარიძე აგრესიული.
ნინო გოგინაშვილი ამბობს, რომ პირიქით, საბა იცინოდა იმ ვითარებაზე, რაც გარეთ დახვდა.
ნინო გოგინაშვილის დაკითხვა დასრულდა.
მოწმედ გამოიძახეს ნანა მალაშხია, 2024 წლის არჩევნებზე კოალიცია „ცვლილებისთვის“ პირველი ნომერი, ასევე, ცნობილი, როგორც „ქალი ევროკავშირის დროშით“.
ფორუმი