Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სხვიტარიძის სასამართლო პროცესიდან
განახლებები სხვიტარიძის სასამართლო პროცესიდან

საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი - ლაივბლოგი (09/07/2025)

15:28 9.7.2025

15-წუთიანი შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც დაცვის მხარის ვიდეომტკიცებულებების შესწავლა დაიწყება.

15:46 9.7.2025

15-წუთიანი შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა. ვიდეოებს გამოსაკვლევად ამზადებს საბა სხვიტარიძის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი.

15:50 9.7.2025

ირაკლი ჩომახაშვილს მოტანილი აქვს სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გადაღებული ვიდეოები, რომელიც თავისუფლების მოედანზე 4 დეკემბერს საღამოს განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

პირველი ტელეკომპანია „იმედის“ ვიდეო ჩართეს. ამ ვიდეოში ჟურნალისტი ამბობს, რომ „ქორთიართ მარიოტიდან გამოსულ პოლიტიკოსებს დახვდა მოქალაქეთა ერთი ჯგუფი, რომელმაც გააპროტესტა ოპოზიციის ქმედებები".

16:00 9.7.2025

ახლა ადვოკატი რთავს მთავარი არხის პირდაპირი ეთერიდან მოპოვებულ ვიდეოს. დრო - 22:06-ია. ამ კადრში ჩანს მირიან ქავთარაძე, რომელსაც აცვის არმანის წარწერიანი ზედა, ქუდით და სახეს იფარავს.

„ეს ვიდეო წარვუდგინე ორ მოწმეს და მათ თქვეს, რო ამ ვიდეოში ჩვენ ვუთხარით, რომ ვართ პოლიციელებიო და თუ მაჩვენებთ სად ამბობენ ამ ვიდეოში....", - აკეთებს კომენტარს ადვოკატი ვიდეოს ჩართვამდე.

აგრძელევს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ხდის თეონა ჭალიძე ქუდს მირიან ქავთარაძეს.

„დააკვირდით მირიან ქავთარაძის მარჯვენა ხელის მოძრაობას, როცა მირიან ქავთარაძე ამტკიცებს, რომ მას ხელი არ გაურტყამს თეონა ჭალიძისთვის", - ამბობს ადვოკატი და ამატებს:

„აქ შეკითხვაა, თუ ადამიანს გამომჟავნება არ უნდა[ეს იყო ქავთარაძის არგუმენტი კითხვაზე, რატომ იფარავდა სახეს - რ.თ.] როგორ თქვა, რომ პოლიციელია?".

ადვოკატი ვიდეოს აკომენტარებს: „ისმის, ქალს ხელი როგორ დაარტყი, ნიღაბი მოიხსენი". კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება.

„ამ დრომე სადმე გავიგეთ, პოლიციელი ვარ? გინების გარდა ამ ვიდეოში არაფერი ისმის... უკან რა ხდება? გდდ-ს თანამშრომლები და პოლიციელები არიან, არ ერევიან ჩხუბში, დგანან და არ მოდიან... იმის ნაცვლად, რომ თქვას პოლიციელია, იქცევა როგორც კრიმინალი და ქუჩის ბიჭი", - ამბობს ადვოკატი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG