Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
დავით ხომერიკის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან
დავით ხომერიკის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან

დავით ხომერიკის საქმე - ლაივბლოგი (14/07/2025)

დავით ხომერიკი დღევანდელ სასამართლოს არ დაესწრება. მას სიცხე აქვს და სხდომაზე დისტანციურად ჩართავენ. ხომერიკს აფეთქების მომზადებას ედავებიან. პროკურატურა ამბობს, რომ მის ჩანთაში გამოუყენებელი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები იპოვეს.

14:53 14.7.2025

სხდომა გაიხსნა. დავით ხომერიკი მოსამართლესაც ესალმება.

14:53 14.7.2025

“დე, ჩემი გესმით? მომენატრეე” - სასამართლო დარბაზში დავით ხომერიკის ხმა გაისმა. მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და დღევანდელ სხდომას დისტანციურად ესწრება. დამსწრეები უკვე 15 წუთია უცდიან ტექნიკური საკითხების მოგვარებას. მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილი ჯერ არ მოსულა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG