Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
დავით ხომერიკის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან
დავით ხომერიკის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან

დავით ხომერიკის საქმე - ლაივბლოგი (14/07/2025)

დავით ხომერიკი დღევანდელ სასამართლოს არ დაესწრება. მას სიცხე აქვს და სხდომაზე დისტანციურად ჩართავენ. ხომერიკს აფეთქების მომზადებას ედავებიან. პროკურატურა ამბობს, რომ მის ჩანთაში გამოუყენებელი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები იპოვეს.

15:01 14.7.2025

მორიგი სხდომა - 23 ივნისი, 13:00

14:58 14.7.2025

უჩვეულოდ მოკლე სხდომა გამოვიდა. მხარეები არ ჩქარობენ, რადგან პროცესები თითქმის ბოლოშია გასული. მას შემდეგ, რაც პროკურატურა დასკვნით სიტყვას იტყვის, დაცვის მხარეც ისარგებლებს ამ უფლებით და მოსამართლე სათათბიროთაც გავა.

14:57 14.7.2025

მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილმა გადაწყვიტა გადადოს სხდომა. მომდევნო პროცესზე სურვილის შემთხვევაში ხომერიკს დაკითხავენ, შემდეგ კი პროკურორი ვაჟა თოდუა, დასკვნით სიტყვას იტყვის.

14:56 14.7.2025

დღევანდელ სხდომაზე უნდა გაირკვეს, დაიკითხება თუ არა ბრალდებული, დავით ხომერიკი. ადვოკატებმა სხდომის გადადება მოითხოვეს, რადგან ხომერიკის სიცხის გამო ისინი ვერ შეხვდნენ მას და პოზიციები ვერ შეაჯერეს. იგივე თქვა ხომერიკმაც.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG