ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე:
„ბრალდების თანახმად, თავდასხმა უნდა იყოს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით...პოლიციელი, რომელსაც ეჭვი არ მეპარება, რომ მის მოქმედებას დაარქმევთ ძალადობრივი ხასიათისას, პოლიციელი, რომელიც ხელს ურტყამს მოქალაქეს და ნებისმიერ პირს, არის თუ არა მისი მოვალეობიდან გამოსვლა? ასრულებს თუ არა ასეთი მოქალაქე სამსახურებრივ მოვალეობას? პოლიციელი, რომელიც ძალადობრივ მოქმედებას ჩაიდენს იმ წამის შემდეგ, აღარ არის პოლიციელი, მის ქმედებას უკვე ჰქვია ძალადობა და როცა პოლიციელი ძალადობას ჩადის, ის არ არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში".
ადვოკატი ლაშა თუთბერიძე:
„ანატოლი გიგაურს არ ამოძრავებს შურისძიების მიზანი.... ამის მას არც სურვილი ჰქონდა და არც მიზანი, ვინაიდან დიდ პატივს სცემს პოლიციელის მუნდირს, არა პიროვნულად გაბუნიას, არამედ პოლიციელის მუნდირს..."
„ავტომატურად პოლიციელზე დარტყმა არ ნიშნავს, რომ ავტომატურად შურისძიების მიზანი მაქვს, ამას მტკიცებულებების წარმოდგენა სჭირდება... მინდა, მოისმინოთ ანატოლი გიგაურისგან, რა სურვილი ჰქონდა იმ მომენტში, რასაც აკეთებდა. დასკვნები გააკეთეთ, რა იყო მისი მიზანი, ეს არ იყო შურისძიება, სამაგიეროს გადახდა და იყო მოგერიება".
ერთვება მოსამართლე: ანუ თქვენ ამბობთ, რომ მოგერიების ყველა კომპონენტია ამ საქმეში?
ადვოკატი: დიახ...
ვიდეოში, რომელიც ადვოკატმა ჩართო ჩანს, როგორ ხვდება პოლიციელის ხელის სახეში გიგაურს და ის პასუხს უბრუნებს. ადვოკატის თქმით, ამ კადრებით ისინი ადასტურებენ, რომ ეს იყო მოგერიება.
„ძალიან კარგად ჩანს, რომ გაბუნია და გიგაური ერთმანეთს ეჭიდავებიან, ისინი ხელებით ეხებიან ერთმანეთს და მაშინ, როცა გიგაური ითავისუფლებს მარჯვენა ხელს, გაშლილი ხელით მოიგერია გაბუნია....ეს არის ნამდვილად მოგერიება".
„გაბუნიას ჩვენების 80% არის სიცრუე და არ შეესაბამება რეალობას...".
„რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიას...ავხსნი სამართლებრივად რასთან გვაქვს საქმე - მნიშვნელოვან სამართლებრივ უფლებასთან, რასაც ჰქვია აუცილებელი მოგერიება, მინდა დავიხმარო დამნაშავის შეპყრობის მუხლი.. თუ ბრალის გამომრიცხველი გარემოება არ არსებობს, ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს.. ჩვენ არ გვაქვს ბრალის გამომრიცხველი გარემოება, მაგრამ მინდა მიგითითოთ მართლზომიერების არგუმენტზე... თუ ჩვენ დავარქმევთ თავის სახელს ყველაფერს, თუ გაბუნიას მოქმედებას დავარქმევთ ძალადობრივ მოქმედებას.. თქვენ ხელს არ გიშლით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება.. შეაფასოთ გაბუნიას მოქმედება, როგორც ძალადობრივი....
თუ დავდგებით რეალობის წინაშე, რომ თქვენი შესაფასებელი იქნება ეს მომენტი, ვფიქრობ, ვერ ასცდებით და რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოთ, აღნიშვნის გარეშე არ დაწეროთ, როგორ ურტყამს გაბუნია გიგაურს. შეგვიფასეთ ეს გარემოება, ეს შეფასება იქნება მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმის მიზნებისთვის, რომელიც სპეციალურ საგამოძიებოში, ახლა უკვე პროკურატურაში დევს... ჩემთვის ეს არის ძალადობრივი ფაქტი და "სავარაუდოს" წინ არ საჭიროებს..."
ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე:
„ვიდეოს 14:50:20 წუთზე, გიგაური ეკითხება ვახტანგ გაბუნიას: „ჩემს ტანსაცმელზე შენი DNM-ი იქნება?"
„არ ვიცი, შეხებით ერთმანეთს შევეხეთ, ჭიდაობები გვიწევს, და ალბათ იქნება”, - პასუხობს პოლიციელი.
ამით იგი გვიდასტურებს იმას, რასაცა ამდენი ხანია ვცდილობთ დავამტკიცოთ..."
[ამ დროს ლაშა ცუცქირიძე რთავს ვიდეოს პროექტორზე, რომელიც დარბაზის მარცხენა კედელზეა და კარგად არ ჩანს. მხოლოდ ის ხედავს, ვინც პირდაპირ უყურებს და ასევე ის, ვინც მარჯვნივ ზის].
ანატოლი გიგაური მოუწოდებს დამსწრეებს, „ყველამ შეხედოს კადრებს და იყვნენ მოწმეები მისი სიმართლის".
ფორუმი