Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

⚖ 11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (21/07/2025)

🔸 განახლებები ნახეთ კომენტარებში

13:31 21.7.2025

ალექსანდრე გაფრინდაშვილი ინფორმაციული პატაკის ავტორია. ის ამბობს, რომ 2024 წლის 5 დეკემბერს მიიღო ინფორმაცია, რომ გიორგი ტერიშვილი ახორიელებდა ძალადობრივ მოქმედებებს და ამის ამსახველი ვიდეო იყო ატვირთული იყო სოციალურ ქსელში.

კითხვებს სვამს პროკურორი ვაჟა თოდუა:

- ეს ინფორმაცია ვინ მოგაწოდათ?

- პირადმა კონტაქტმა.

- რა ადგილას ხორციელდებოდა?

- პარლამენტის უკანა მხარეს, სადაც შუაში იყო ბარიკადები. აღნიშნული პირი, გიორგი ტერიშვილი, გადმოდის ბარიკადებზე და ისვრის რაღაცას.

13:22 21.7.2025

სხდომათა დარბაზში შემოდის მოწმე: ალექსანდრე გაფრინდაშვილი. ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელია.

13:20 21.7.2025

დღეს ლუკა ჯაბუას დაბადების დღეა. ის 21 წლის ციხეში გახდა. დარბაზში შემოსვლისთანავე დამსწრეები ულოცავენ, უმეტესობას ტელეფონის ეკრანზე აქვს გაშვებული სლაიდი, წარწერით - გილოცავ.

13:16 21.7.2025

დღეიდან კვირის ბოლომდე ჯგუფური ძალადობის საქმეზე, სადაც 11 დემონსტრანტია ბრალდებული, სასამართლო სხდომა ყოველ დღე გაიმართება.

დღევანდელი 12:00-ზე იყო დანიშნული, თუმცა ერთი საათით დაიგვიანა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG