Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

⚖ 11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (21/07/2025)

🔸 განახლებები ნახეთ კომენტარებში

16:46 21.7.2025

დასრულდა მოწმის დაკითხვა და სხდომაც დასრულდა. მომდევნო პროცესი, ხვალ, 22 ივლისს 12:00-ზე გაიმართება.

16:46 21.7.2025

გიორგი ტერიშვილი გაძევებულია. კითხვას სვამს ონისე ცხადაძე:

- ვთქვათ მე ვარ მოსული ნასვამი...

მოსამართლე: არ ჩავატარებდი სხდომას

ონისე ცხადაძე: ჩაუტარეთ ტესტი?

- გამოძიების დროს ფხიზელი იყავით?

მოწმე: არც მაგ კითხვაზე ვპასუხობ

- კონკრეტულ მომენტში იყავით თუ არა ნასვამ მდგომარეობაში

[პროკურატურა აპრპოტესტებს]

- ადამიანი ამბობს, რომ ვიდეოებს ვუყურებდიო და დავადგინე, რომ ქვას ისროდნენო და მე დავადგინე, რომ ეს ადამიანი მთვრალია.

16:43 21.7.2025

ანდრო ჭიჭინაძე ეკითხება მოწმეს გიორგი ჩხეიძეს:

- ფხიზელი ხართ? ქცევიდან გამომდინარე ვსვამ ამ კითხვას...

ხმაურია.

ისევ ანდრო ჭიჭინაძე: გონორზე ხართ მოსული და ან შეცდომაში ხართ შეყვანილი ან...(აღარ ისმის, აჩერებენ ბრალდებულები)...

მოსამართლე აფრთხილებს ბრალდებულებს, თუ კიდევ ასე მოიქცევიან, გააძევებს ბრალდებულებს სხდომათა დარბაზიდან.

„გონორზე ხარ მოსული", - ამბობს გიორგი ტერიშვილი. მოსამართლე მას სხდომიდან აძევებს.

16:28 21.7.2025

მოწმემ თქვა, რომ წყაროსგან მიწოდებული ინფორმაცია და ვინაობები გადაამოწმა შსს-ს ბაზაში. ამის შემდეგ ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი კითხულობს:

- რამდენი გიორგი ტერიშვილი იყო?

- არ მახსოვს

- რა გითხრათ პირადმა კონტაქტმა პირადად ვიცნობ გიორგი ტერიშვილსო?

- არ მახსოვს

- ლევან ნიჟარაძე რამე კონკრეტულ ტექნიკას ხომ არ იყენებდა ადამიანის დასადგენად?

- არა

- კადრში რომ სველი მუყაოს ქაღალდი ყოფილიყო, განასხვავებდით სხვა მატერიალისგან?

- როგორც ვთქვი, კადრიდან გავარჩიე, რომ მუყაოს ქაღალდი არ იყო.

[პროკურატურა ითხოვს განრიდებას]

ადვოკატი: თქვენ იყავით აქციების დროს ადგილზე?

მოწმე: არა

ადვოკატი: მაშინ რატომ დაასმევინეთ ბრალდების მხარეს კითხვები, თუ არ შესწრებია ფაქტს?

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG