Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

⚖ 11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (21/07/2025)

🔸 განახლებები ნახეთ კომენტარებში

15:52 21.7.2025

აგრძელებს ომას ფურცელაძე დაკითხვას:

- როგორ დაადგინეთ, რომ ვიდეოები სტრატკომში ინახებოდა?

- ჩვენი ოპერატორები ახდენენ გადაღებას ნებისმიერი სიტუაციის, იქნება ეს აქციები თუ....

- მტკიცებით ფორმაში რა იცოდით, რომ ჩამოთვალეთ სახელები, ამ ადამიანების ვიდეოები რომ იყო ამის დასადგენად, რა გააკეთეთ?

- მივიღეთ გამომძიებლისგან დავალება, გადავსულიყავით და გამოგვეთხოვა ვიდეოები

- ჩემს კითხვაზე პასუხი არ არის ეს... პატაკში რომ ჩაწერეთ..

- ვიცი, რომ გვაქვს სტრატკომი...

- რა იცოდით, რომ ირაკლი ქერაშვილის და სერგეი კუხარჩუკის იყო ვიდეო, როგორ დაადგინეთ?

- ჩვეულებრივად, ვიდეომასალა არსებობს იმიტომ, რომ აქციების პერიოდში ჩვენი ოპერატორები იღებენ ვითარებას, აქედან გამომდინარე დიდ ალბათობით შესაძლებელი იყო, რომ ეგ ვიდეოები ყოფილიყო.

ომარ ფურცელაძე ისევ ცდილობს გარკვევას, როგორ გაიგო მოწმემ, რომ მაინც და მაინც ამ ოთხი ადამიანის ვიდეოები ინახებოდა სტრატკომში.

პროკურორი კითხვას იცილებს.

ომარ ფურცელაძე განმარტავს, რომ პატაკის მიხედვით, მოწმემ უკვე დადასტურებით იცოდა, რომ შსს-ს სტრატკომში ინახებოდა კუხარჩუკის, ქერაშვილის, კიკნაძის და ტერიშვილის ვიდეოები, მე ვარკვევ, საიდან იცოდა.

ისევ იცილებენ კითხვას.

„რას აწვალებდით ამ კაცს კონფიდენტზე, 4-ში უკვე მიმართული ჰქონდათ გამომძიებლებს სტრატკომისთვის და ეს 5-ში კონფიდენტს ელოდებოდა", - ამბობს ომარ ფურცელაძე და დაკითხვას ასრულებს.

[მოსამართლე მხრებს იჩეჩავს]

15:45 21.7.2025

ამ კითხვა-პასუხს დარბაზში სიცილი მოჰყვა. მოსამართლე ამბობს: „გაფრთხილებას აღარ გავაკეთებ, ეგრევე სხდომას დავხურავ".

15:44 21.7.2025

კითხვებს სვამს ომარ ფურცელაძე:

- თქვენ ხომ ამ გამოძიების ფარგლებში მიმართეთ წყაროს?

- დიახ

- რაში დაგჭირდათ მიმართვა კონფიდენტისთვის, როდესაც ყველა პირი იყო უკვე იდენტიფიცირებული?

- არ იყვნენ იდენტიფიცირებული...

- გინდათ უფრო მაგარი რამე გითხრათ? 4 დეკემბერს რა მოხდა? გამოთხოვილი გაქვთ ვიდეოები[გულიხმობს იმ დეპარტამენტს, რომელიც იძიებს] უკვე და 5-ში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

15:35 21.7.2025

აგრძელებენ სერგეი კუხარჩუკის ადვოკატები დაკითხვას:

- თქვენი სანდო წყარო აქციაზე იმყოფებოდა?

- პირადმა კონტაქტმა, რომელმაც იცოდა პიროვნებების სახელები და გვარები, მამის სახელები და დაბადების თარიღები, დიდი ალბათობით, იმყოფებოდა იქ და იცნობდა ამ ადამიანებს.

- თუ გქონდათ ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი აქციაზე იმყოფებოდა?

- არ ვიცი

- შესაბამისად, არც ის დაუნახავს ვინმე დაზიანებულა თუ არა?

- დიახ

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG