Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (22/07/2025)

ამ კვირაში 11 დემონსტრანტის წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის საქმის განხილვა ყოველ დღე გაიმართება. სასამართლო ისევ პროკურატურის მოწმეების დაკითხვის ეტაპზეა

13:42 22.7.2025

13:34 - დარბაზში შემოდის მოწმე. დაკითხვას იწყებს პროკურატურა, რომლის მოწმეც არის კონსტანტინე კერესელიძე.

მოწმე კონსტანტინე კერესელიძე (შსს-ის თანამშრომელი): მონაწილეობას ვიღებდი საგამოძიებო ჯგუფში. [მისი თქმით, ზედამხედველობდა ვალერი თეთრაშვილის შესახებ გამოძიებას - ნახა ტელეკომპანია „იმედის“ ვიდეო, რომელშიც ჩანს - „აქციაზე როგორ ლანძღავდა პოლიციელებს ვალერი თეთრაშვილი“].

პროკურორი: ვისი ატვირთული ვიდეო იყო?

მოწმე: ბექა კასრაძის

- როდესაც პრეს-ცენტრში დაათვალიერეთ ვიდეოები, როდის იყო ეს მასალა გადაღებული?

- პირველი ვიდეო, რაც დავათავლიერე, იყო 1 დეკემბერს გადაღებული. ამ ვიდეოში მონაწილეობდა გიორგი ტერიშვილი. ორი ვიდეო მასალა იყო მცირე ზომის და შემდეგ გადმოვწერეთ.

პროკურორი: რა ჩანდა ვიდეოში?

მოწმე: ჩანს როგორ ლანძღავდა გიორგი ტერიშვილი პარლამენტის უკან პოლიციელებს და ასევე ის ისროდა რაღაც ნივთებს.

- საიდან მიიღეთ ინფორმაცია, რომ ეს ვიდეო 1 დეკემბერს იყო გადაღებული.

- ოპერატორმა განმიმარტა, რომ მორიგეობდა და იღებდა 1 დეკემბრის ღამეს.

პროკურორი: რომ დაათვალიერეთ აღნიშნული ვიდეოფაილები, მერე რა ქენით?

მოწმე: გავაკეთეთ ვიდეოს ასლები.

- ესეიგი, ჯერ დაათვალიერეთ თეთრაშვილი, შემდეგ ტერიშვილი და შემდეგ ირაკლი ქერაშვილი, მათი ვიზუალი საიდან დაადგინეთ?

- […] ვიდეოდან… ვუყურებდით…

13:42 22.7.2025

13:32 - სხდომათა დარბაზში მოწმის სტატუსით იძახებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, 40 წლის კონსტანტინე კერესელიძეს. ის პროკურატურს მოწმეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან უნდა გაამყაროს წაყენებული ბრალი.

13:41 22.7.2025

13:30 - მოსამართლის თქმით, რამდენჯერაც რევაზ კიკნაძე დააბრუნეს სხდომაზე, იმდენჯერ იმსახურებდა შენიშვნებს - ნინო გალუსტაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

13:41 22.7.2025

13:28 ბრალდებულის ადვოკატი მოითხოვს, მოსამართლემ გაითვალისწინოს რევაზ კიკნაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ის აღნიშნავს, რომ ბრალდებული მარტო არის გამოკეტილი და მას ვერც ადვოკატი ვერ ნახულობს.

„ეს იყო მისთვის ჭკუის სასწავლებელი და გთხოვთ, შუამდგომლობა გაითვალისწინოთ“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG