Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (22/07/2025)

ამ კვირაში 11 დემონსტრანტის წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის საქმის განხილვა ყოველ დღე გაიმართება. სასამართლო ისევ პროკურატურის მოწმეების დაკითხვის ეტაპზეა

13:38 22.7.2025

მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი

პროკურორები: ვახტანგ ცალუღელაშვილი და ვაჟა თოდუა

ბრალდებულები: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი

13:39 22.7.2025

13:11 - სასამართლო სხდომა ერთი საათის დაგვიანებით იწყება - მიზეზი ისაა, რომ რამდენიმე ადვოკატმა დააგვიანა.

13:39 22.7.2025

13:13 სხდომა ტრადიციულად მოსამართლის სიტყვით გაიხსნა - ნინო გალუსტაშვილის თქმით, დღევანდელ სხდომაც ნივთმტკიცებების გამოკვლევით გაგრძელდება.

13:39 22.7.2025

13:14 ბრალდებულები: ონისე ცხადაძესა და ანდრო ჭიჭინაძეს სიტყვით მიმართვა სურთ - მოსამართლე მათ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG