ადვოკატი: რამდენიმეწამიანი ვიდეოები რომ იყო, ეს ხომ იმიტომაა მოკლე, რომ დიდი ვიდეოდანაა ამოჭრილი?
მოწმე: კიბატონო…
- თუ დაათვალიერეთ ვრცელი ვიდეოები საიდანაც გიორგი ტერიშვილის მონაკვეთია ამოჭრილი?
- მე მთლიანად არ დავათვალიერე.
- ამ ვიდეოჩანაწერში პოლიცია არ ჩანს არსად, ხომ?
- როგორ არ ჩანს?
- აბა, სად ჩანს?
- დაახლოებით 15:20 წუთზე
- რით განასხვავებთ [როგორ ხვდებით], რომ ესენი პოლიციელები არიან?
- გიორგი ტერიშვილის შემთხვევაში ჩანს პოლიციელი, რომელსაც შლემი ახურავს…
14:01 - დაკითხვას იწყებს ადვოკატი გოგიტა ბახტაძე.
ადვოკატი გოგიტა ბახტაძე: ვიდეო, რომ ვრცელი ყოფილიყო როგორ გადმოწერდით უნდა დაგეჭრათ ორ ნაწილად?
მოწმე კონსტანტინე კერესელიძე (შსს-ს თანამშრომელი): დიახ, ოპერატორის დახმარებით.
- ანუ რომ დაჭრიდით, მერე გააერთიანებდით, რომ ერთი სრული სურათი გვქონოდა?
- არა, ცალ-ცალკე გადმოვწერდით.
- ანუ, როგორც გავიგე, თუ ვრცელი ვიდეოები იყო, ამას ჭრიდით - ოპერატორის დახმარებით?
- დიახ.
ადვოკატი: რამდენიმეწამიანი ვიდეოები რომ იყო, ეს ხომ იმიტომაა მოკლე, რომ დიდი ვიდეოდანაა ამოჭრილი?
მოწმე: კიბატონო…
- თუ დაათვალიერეთ ვრცელი ვიდეოები საიდანაც გიორგი ტერიშვილის მონაკვეთია ამოჭრილი?
- მე მთლიანად არ დავათვალიერე.
- ამ ვიდეოჩანაწერში პოლიცია არ ჩანს არსად, ხომ?
- როგორ არ ჩანს?
- აბა, სად ჩანს?
- დაახლოებით 15:20 წუთზე
- რით განასხვავებთ [როგორ ხვდებით], რომ ესენი პოლიციელები არიან?
- გიორგი ტერიშვილის შემთხვევაში ჩანს პოლიციელი, რომელსაც შლემი ახურავს…
ადვოკატი: პოლიციელების კორდონის მიმართუილებით, რომ არის ვიდეო გადაღებული, ამასთან დაკავშირებით ოპერატორს გაესაუბრეთ?
მოწმე: რა იცით რომ პოლიციის ოპერატორი იღებდა?
- მათ გამოვთხოვე.
- და მათ დაჭრილი მოგაწოდეს ეს ვიდეო თუ არა?
- მთლიანი მომაწოდეს.
- თუ გაიგეთ პოლიციელები, როგორ იგინებოდნენ ამ ვიდეოს განმავლობაში. ამ ვიდეოში, რადგან შორიდან ხდება ჩანაწერი ხომ არ - ისმის მომიტინგეების შეძახილები?
- ისმის.
- სხეულით დაადგინეთ თუ ხმა გაიგეთ?
- სხეულითაც და ხმაც გავიგე.
- ახლა ამბობთ, რომ გიორგი ტერიშვილი იგინებოდა და ეს დათვალიერების ოქმში არ შეგიტანიათ?
- ჩანს ეს მოქმედებები.
- ჩანს ერთია და გაიგეთ მეორე.
- ჩანს კიდევაც და თუ დააკვირდებით გაიგებთ, როგორ იგინება.
- ანუ გაარჩევთ სიტყვებს. რას იგინებოდა?
- კი.
- პოლიციელის მხრიდან გინებები და უხამსი შეძახილები გესმოდათ?
- კი შეიძლება ისმოდა, მაგრამ კადრში არ ჩანს როგორ იგინებიან
- ა, ანუ კადრში არ ჩანს როგორ ყვირიან?
- კადრში ჩანს, ერთი პოლიციელი ზურგით.
- ამ პოლიციელების რიგებში სამოქალაქო პირი ხომ არ ყოფილა.
- არ იქნებოდა.
- ანუ ეს გინებები ხომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიციელების მხრიდან ისმოდა.
- არა, ამას ვერ ვიტყვი, არ ჩანს არავინ როგორ იგინება, შეიძლება მოქალაქეც იყოს
[დარბაზი იცინის]
მოწმე აგრძლებს: პოლიციცლების მხრიდან არანიარი მუქარა არ გამიგია.
ადვოკატი: თქვენ იტყუებით ახლა იმიტომ, რომ დაზუსტებით ამბობთ რომ პოლიციელები არ იგინებოდნენ და არ იმუქრებოდნენ, მაგრამ ისიც თქვით, რომ იმ მონაკვეთში პოლიციელების რიგებში სამოქალაქო პირი არ იქნებოდა. ამიტომ ხომ ვერ გამორიცხავთ, რომ ის პირი, რომელიც იგინება შეიძლება იყოს პოლიციელი?
- გამორიცხვით ვერ გამოვრიოცხავთ.
- აბა, წეღან თქვით, რომ დაზუსტებით იცოდით, რომ პოლიციელები არ იგინებოდნენ და ახლა იძახით, რომ ვერ გამორიცხავთ.
- მე ეს, უბრალოდ, დაგიზუსტეთ.
- ხომ მიდასტურებთ რომ იმ რიგებში სადაც ოპერატორი დგას ისმის გინება?
- საიდან ისმის გინება არ ვიცი
ამ პასუხის მოსმენის შემდეგ რევაზ აჭარაძე უახლოვდება მოწმეს და აჩვენებს საქმეში მტკიცებულებად ჩადებულ ვიდეოს და გაუმეორა შეკითხვას.
მოწმე: უნდა გადმომეწერა ორად, მაგრამ გადმოვწერე ერთი და მექანიკურად დამრჩა მეორეც.
- კარგი, მაშინ აქ რომ გიწერიათ სიტყვები „გადმოწერილი ვიდეოები“, აქ მექანიკურად დაუშვით შეცდომა და მრავლობითში მაგიტომ დაწერეთ?
- „გადმოწერილი ვიდეო მასალა“ უნდა იყოს…
ადვოკატი: როდესაც ირაკლი ქერაშვილზე ვსაუბრობთ, ოქმზე თქვენ გაქვთ ხელი მოწერილი, მაგრამ ოქმი შედგენილია სხვა პირის მიერ. და აქ რა ხდება?
მოწმე პოლიციელი: ანუ ეს ნაწილი არი შაბლონი და ქვევით სახელი, რომ მიწერია ტექნიკური შეცდომა იყო.
- მაშინ, რომ დავაზუსტო, ერთი ვიდეო გადმოწერეთ?
- კი, რომელიც მოიცავს, ორ კადრს.
- თქვენ, რომ ათვალიერებდით ამ ვიდოებს, სხვაგან, სხვა ვიდეოში ირაკლი ქერაშვილი არ გინახავთ?
- არა.
- თქვენ ირაკლი ქერაშვილი პირბადით დაინახეთ თუ პირბადის გარეშე?
თავიდან პირბადე უკეთია და მერე იხსნის.
- ამ ვიდეოში სადმე დაინახეთ რომ ირაკლი ქერაშვილისგან რაიმე ნასროლი ვინმე პოლიციელს მოხვდა?
- კონკრეტულად მისი ნასროლი მოხვდა თუ არა არ ვიცი.
13:53 - კითხვების დასმას იწყებს ბრალდებულ ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი, რევაზ (რეზო) აჭარაძე.
ადვოკატი: 09:46 იდან რომ იწყება 14:50-მდე ეს მონაკვეთი გადმოწერეთ ვიდეოდან თუ სხვა?
მოწმე: არა, ერთი კადრი გადმოვწერეთ მარტო
- მაშინ, თუ 09:46-დან რომ 14:50-მდე გადმოწერეთ 13:25-დან 14:51-მდე რატოღა გადმოწერეთ? ანუ ორი რატომ გადმოწერეთ?
- ერთი ვიდეოა, უნდა გადმომეწერა ორი ვიდეო ცალცალკე…
ფორუმი