Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (22/07/2025)

ამ კვირაში 11 დემონსტრანტის წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის საქმის განხილვა ყოველ დღე გაიმართება. სასამართლო ისევ პროკურატურის მოწმეების დაკითხვის ეტაპზეა

14:08 22.7.2025

13:51 ადვოკატი ირმა ჭკადუა: გარედან რამე წარწერები ქონდა ამ საგანს?

მოწმე: არ ვიცი, არა.

- არ დაათვალიერეთ?

- ვიდეოში კონკრეტულად არ ჩანდა, შორიდანაა გადაღებული.

- შემთხვევით ხომ არ დაგინახავთ, ვალერის წყლის ჭავლი, რომ მოხვდა?

- არა

- არც ის დაგინახავთ, რომ დაეცა?

- არა

- ასფალტი სველი იყო თუ მშრალი?

- როგორც მახსოვს, სველი.

14:08 22.7.2025

13:52 დაკითხვაში ერთვება ბრალდებული ვალერი თეთრაშვილი და ამბობს: ვიდეოში კარგად ჩანს, რა მასალა იყო და საიდან მოვიტანე. ვითომ, რომ არ იცით, რეალურად რა მეჭირა ხელში, „პროსტა“, რომ ამძიმებენ, ყველაფერი ჩანს იმ ვიდეოში და მოიტანეთ მაშინ ვიდეო და ვნახოთ.

მოწმე: გავეცი პასუხი

ბრალდებული: არა, წესიერი პასუხი უნდა გასცე.

მოსამართლე გალუსტაშვილი: დავამთავროთ...

14:14 22.7.2025

13:53 - კითხვების დასმას იწყებს ბრალდებულ ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი, რევაზ (რეზო) აჭარაძე.

ადვოკატი: 09:46 იდან რომ იწყება 14:50-მდე ეს მონაკვეთი გადმოწერეთ ვიდეოდან თუ სხვა?

მოწმე: არა, ერთი კადრი გადმოვწერეთ მარტო

- მაშინ, თუ 09:46-დან რომ 14:50-მდე გადმოწერეთ 13:25-დან 14:51-მდე რატოღა გადმოწერეთ? ანუ ორი რატომ გადმოწერეთ?

- ერთი ვიდეოა, უნდა გადმომეწერა ორი ვიდეო ცალცალკე…

14:14 22.7.2025

ამ პასუხის მოსმენის შემდეგ რევაზ აჭარაძე უახლოვდება მოწმეს და აჩვენებს საქმეში მტკიცებულებად ჩადებულ ვიდეოს და გაუმეორა შეკითხვას.

მოწმე: უნდა გადმომეწერა ორად, მაგრამ გადმოვწერე ერთი და მექანიკურად დამრჩა მეორეც.

- კარგი, მაშინ აქ რომ გიწერიათ სიტყვები „გადმოწერილი ვიდეოები“, აქ მექანიკურად დაუშვით შეცდომა და მრავლობითში მაგიტომ დაწერეთ?

- „გადმოწერილი ვიდეო მასალა“ უნდა იყოს…

ადვოკატი: როდესაც ირაკლი ქერაშვილზე ვსაუბრობთ, ოქმზე თქვენ გაქვთ ხელი მოწერილი, მაგრამ ოქმი შედგენილია სხვა პირის მიერ. და აქ რა ხდება?

მოწმე პოლიციელი: ანუ ეს ნაწილი არი შაბლონი და ქვევით სახელი, რომ მიწერია ტექნიკური შეცდომა იყო.

- მაშინ, რომ დავაზუსტო, ერთი ვიდეო გადმოწერეთ?

- კი, რომელიც მოიცავს, ორ კადრს.

- თქვენ, რომ ათვალიერებდით ამ ვიდოებს, სხვაგან, სხვა ვიდეოში ირაკლი ქერაშვილი არ გინახავთ?

- არა.

- თქვენ ირაკლი ქერაშვილი პირბადით დაინახეთ თუ პირბადის გარეშე?

თავიდან პირბადე უკეთია და მერე იხსნის.

- ამ ვიდეოში სადმე დაინახეთ რომ ირაკლი ქერაშვილისგან რაიმე ნასროლი ვინმე პოლიციელს მოხვდა?

- კონკრეტულად მისი ნასროლი მოხვდა თუ არა არ ვიცი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG