14:14 მოწმის ამ პასუხის შემდეგ ადვოკატმა მასვე ჰკითხა, უნდა გამოიძიოს თუ არა ეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. პროკურატურამ კითხვის აცილება მოითხოვა.
14:15 ადვოკატი განაგრძობს კითხვების დასმას: რა საგანი ჩანს ვიდეოში, თქვენ ხომ არ შეგიმოწმებიათ?
მოწმე: არა.
- პოლიციელს თუ მოხვდა ეს საგანი, არ იცით?
- არა.
- გიორგი ტერიშვილი, რომ არის ვიდეოში ეს თქვენ საიდან იცით დაზუსტებით?
- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა იყო ჩატარებული და აქედან გამომდინარე.
- აა, უკვე იყო ჩატარებული? კარგი…
14:17 - პროკურატურის მოწმე კონსტანტინე კერესელიძის (შსს-ს თანამშრომელი) დაკითხვა დასრულდა. ეს მოწმე გადის დარბაზიდან.
14:19 - დარბაზში იხმობენ კიდევ ერთ მოწმეს - ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომელ თორნიკე ჯაფარიძეს.
ფორუმი