ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ეკითხება რა ნომერია. გდდ-ს თანამშრომელი პასუხობს, რომ ნომერი ასე არ ჰქონდა, მონიშნული ჰქონდა.
შემდეგ დაინტერესდა, თუ არის მოწმისთვის ცნობილი რა საჭიროა ნომრები.
„ჩემს შემთხვევაში რომ არ დამეკარგა დააა....", - პასუხობს მოწმე. ადვოკატი განუმარტავს, რომ ეს ნომერი იმ სამართალდამცველების იდენტიფიცირებისთვის არსებობს, რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ამეტებენ.
მოწმის თქმით, ციფრები ჩაფხუტის შიგნით ან „რავიცი რობოკოპზე აწერია ხოლმე". დავით ზერაგდელმა თქვა, რომ სპეცრაზმელის ფორმა მის სახელზეა, თუმცა ადვოკატს უდასტურებს კითხვაზე პასუხად, რომ „მეორე დღეს შეიძლება სხვა ფორმა ჰქონდეს".
მოწმე ამბობს, რომ მან არ იცის, რას ნიშნავს „მარბიელი რაზმები". ადვოკატი უხსნის მნიშვნელობას, ესენი არიან სამართალდამცველები, რომლებსაც აცვიათ შავი და არ აქვთ სპეცაღჭურვილობაო, გამოდიან წინ და სცემენ და აკავებენ პოლიციელებსო.
გდდ-ს თანამშრომლის თქმით, აქციაზე ასეთი არავინ დაუნახავს.
მოწმე დავით ზეგარდელია. ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობს. მას დაზარალებულის სტატუსი აქვს. რატომ? - მოწმე ჰყვება:
„პირველ დეკემბერს მომიწია პარლამენტის შემობაში მისვლა, საღამოს 6-7 საათი იყო. შიდა ეზოში განვლაგდით, მშვიდად მიმდინარეობდა აქცია. ცოტა მოგვიანებით დაახლოებით 10 საათისთვის დაიძაბა სიტუაცია. ამაში ვგულიხმობ - ხმაური ატყდა, ქვის სროლა, ნამტვრევები. აქციის მონაწილეების მხრიდან ისროდნენ. როცა დაიძაბა სიტუაცია პარლამენტის წინა მხარეს ჯებირებთან განვლაგდით, სვეტების უკანა მხარეს, მარჯვნივ, ყველა მხარეს იტყვნენ, მაგრამ მე მარჯვნივ ვიდექი. დაახლოებით ათი ერთეული იყო ჩემთან ერთად...
აქციის მხრიდან ჩანდა რომ ქვებს ისროდნენ, ფარები გვეჭირა და თავს ვიცავდით, პიროტექნიას, ლაზერებს ანათებდნენ, რამდენიმე ქვა მოხვდა ჩემს ფარს ერთ-ერთი მომხვდა თვალის მარჯვენა მხარეს წარბთან წამომივიდა სისხლი, გამისკდა, ეზოს მხარეს გამიყვანეს, პირველადი დახმარება აღმომიჩინეს ბრიგადა იყო და გადამიყვანეს კავკასიის მედიცინის ცენტრში.
არ ჩანდნენ რამდენი იყვნენ, მაღალი ღობეა და არ ჩანს.
როგორც ვიცი პრემიერის განცხადების შემდეგ რაღაც მოლაპარაკებას ეხებოდა, მეტი მე არ ვიცი...
თუ დადასტურდება რომ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა ყველამ პასუხი უნდა აგოს.... ამ პიროვნებებს არ ვიცნობ და არც დამინახია,
ჩვენი მიზანი იყო აგრესიული ჯგუფები პარლამენტში არ შემოსულიყვნენ".
მოსამართლე დარბაზშია, ტრადიციული ტექსტით იწყებს, რომ თუ წესრიგი დაირღვევა მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.
მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი
პროკურორები: ვახტანგ ცალუღელაშვილი და ვაჟა თოდუა
ბრალდებულები: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი
ფორუმი