Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (23/07/2025)

ამ კვირაში 11 დემონსტრანტის წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის საქმის განხილვა ყოველ დღე გაიმართება. სასამართლო ისევ პროკურატურის მოწმეების დაკითხვის ეტაპზეა

16:43 23.7.2025

კითხვებს სვამს გუჯა ავსაჯანიშვილი:

„ჩაფხუტი რატომ მოიხსენითო". გდდ-ს თანამშრომელი ამბობს, რომ არ მოუხსნია...„პლასმასი ჰქონდა აწეული"

ადვოკატი: თვითინიციატივით აწიეთ ზემოთ?

მოწმე: ორნაირი კასკაა, ჩემსას შუშა არ ჰქონდა, მეორენაირი კასკა მეფარა, ღია კასკა მეფარა. არ ფარავდა იმ ნაწილს სახისას, რომელსაც არ ფარავდა, წარბს არ ფარავდა

16:46 23.7.2025

კითხვებს სვამს სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატი, ბექა ხოხობაშვილი. ის დაინტერესდა, ვინ არის სპეცრაზმელის უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი. „პირველ რიგში მეო", - პასუხობს მოწმე.

16:49 23.7.2025

განცხადება გააკეთა ირაკლი ქერაშვილმა. ის ამბობს, რომ პროკურატურას ყოველ დღეს ერთი ან ორი მოწმე მოჰყავს:

„ჩვენს ინტერესში არის სწრაფი მართლმსაჯულება და ვფიქრობ, უფრო ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ დრო", - ამბობს ის.

„გავითვალისწინოთ თხოვნა“, - ამბობს მოსამართლე და სხდომას ასრულებს.

შემდეგი პროცესი ხვალ, 13:00-ზე გაიმართება.

16:49 23.7.2025

კითხვები აღარ აქვთ ადვოკატებს. მოწმე გადის. გაკვირვებულები არიან პროკურორებიც.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG