Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლოდან
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლოდან

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (24/07/2025)

14:18 24.7.2025

ადვოკატი რამდენჯერმე უმეორებს სპეცრაზმელს კითხვას, ვინ იძლეოდა ბრძანებებს. მოწმე ჩამოთვლის მის ხელმძღვანელებს და უშუალო ხელმძღვანელს, ავთანდილ მამალაძეს თუმცა ამბობს, რომ არ იცის, ვის შეიძლება გაეცა ბრძანება ან იყო თუ არა ბრძანების გამცემი მისი უშუალო ხელმძღვანელი.

„ჩვენს უკან იდგნენ პირები, რომლებსაც ჰქონდათ რადიო კავშირი და გასცემდნენ ბრძანებებს... ახლოს ვიყავი რადიოკავშირთან და მესმოდა... არ ვიცი [ვინ გადმოსცემდა] ხმაზე ვერ ვიცანი...რადიოკავშირის ხმით შეიძლება ვერ ვიცნო, თან ხმაური იყო...]

ადვოკატი: რადიოკავშირი ვის ეკავა?

მოწმე: არ ვიცი

ადვოკატი: რადიოკავშირზე ვინ იყო კონტაქტზე თქვენ უშუალო ხელმძღვანელი არ იცით?

მოწმე: არა

ადვოკატი: ვინ გასცემდა ბრძანებებს არ იცით?

მოწმე: არა

ადვოკატი: რა მოწყობილობაა რადიოკავშირი?

მოწმე: ხელის რადიოსადგური

ადვოკატი: იქ ყვირილი იყო გესროდნენ ყველაფერს..

მოწმე: აქციამდე მივიღეთ ჩვენ [ბრძანება - რ.თ.] მივიღეთ მითითება, დავიწყეთ მოძრაობა, სხვა მითითება აღარ ყოფილა

ადვოკატი; თქვენი ყველა მოძრაობა იყო თვითნებული?

მოწმე: თვითნებული არა, ჩვენ ვიცით, რა უნდა ქნათ

ადვოკატი: როცა დაიძარით, მას შემდეგ მიიღეთ თუ არა რაიმე ბრძანება, სამსაათნახევრის განმავლობაში[დაზიანებამდე - რ.თ] არ მიგიღიათ მითითება უფროსისგან?

მოწმე: იქ რამდენი კადრი იყო არ ვიცი ვინ იყვნენ, თუნდაც ის, რომ სისწორე ხაზის...

ადვოკატი: სამსაათნახევრის განმავლობაში მიიღეთ თუ არა ბრძანებას?

მოწმე: მითითებას ვიღებდით გადანაწილებაზე

ადვოკატი: ვისგან?

მოწმე: არ ვიცი ხომ გითხარით.. ხმით გამოცდობა არ შემიძლია

ადვოკატი: შესაბამისად არ იცით, ვინც გაძლევდათ მითითებას, იყო თუ არა თქვენი ხელმძღვანელი, ხომ ასეა?

[უკვე გასცა პასუხიო ამბობენ პროკურორები და მოსამართლე. ირაკლი ჩომახაშვილი დაკითხვას ასრულებს].

14:06 24.7.2025

გდდ-ს თანამშრომელი ამბობს, რომ სპეცრაზმელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა არ დაუნახავს და „როგორც პოლიციელი გმობს ყველანაირ ძალადობას".

14:05 24.7.2025

ადვოკატი ჩომახაშვილი განუმარტავს მოწმეს სიტყვა „გამთენიის" მნიშვნელობას და თანხმდებიან, რომ 30 ნოემბერს კი არა პირველ დეკემბერს დაზიანდა. შემდეგ ადვოკატი ეკითხება, რამდენ დემონსტრანტს აქვს პირველ დეკემბერს ბრალი წარდგენილი?

„არ დაუთვლია, არც სახელი და გვარები იცის“, - ასეთია მოწმის პასუხი.

ისევ ადვოკატი: ის თუ გახსოვთ პირველ დეკემბერს რომელიმეს თუ ედავებიან პიროტექნიკის სროლას?

სპეცრაზმელი: არ წამიკითხავს

„არ წაგიკითხავთ, სახელი და გვარი არ გახსოვთ და არც ის ის იცით ამ 11-დან პირველ დეკემბერს ვინ იყო იქ", - აჯამებს ადვოკატი კითხვებზე პასუხის ინფორმაციულ შედეგს.

მოწმის თქმით, იცის, რომ საქმის მასალების გაცნობის უფლება აქვს, მაგრამ „გამოძიებას ენდობა“. მისივე თქმით, ვიდეოდან საკუთარ თავს ვერ ამოიცნობდა „თავისი აღჭურვილობის და ჩაცმის სპეციფიკის გამო"

ადვოკატი: სად გეწერათ ნომერი?

მოწმე: ინდივიდუალურია, ავთანდილ მამალაძემ მომანიჭა, როცა ეკიპირება ეძლევა მაშინ ეწერებათ ნორმები, ჩაფხუტზე ნომერი მაწერია, ოღონდ ჩიგნიდან.

სპეცრაზმელის თქმით, ჩაფხუტის შუშა არ არის დაბურული, გამჭვირვალეა, მაგრამ „ჩაფხუტის შიგნით უკეთიათ აირწინაღი, რომელიც ფარავს მხედველობას".

ისევ აჯამებს ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი მისი დაკითხვის შედეგებს: „არ გაცნობიხართ საქმის მასალებს, არ იცით, ვინმეს თუ აქვთ პიროტექნიკის სროლის ბრალი... " და კითხულობს:

გიორგი ტერიშვილს იცნობთ? მას ფოიერვერკის გასროლას არ ედავებიან, თქვენთვის ცნობილია, რომ არ ედავებიან?

[პროკურატურის აცილება, თქვა, რომ არ ახსოვსო]

ადვოკატი: ... ამის მიუხედავად თქვენ ჩემს კოლეგას უთხარით, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება პრეტენზია მექნებაო...თუ დადასტურდება ბრალი, რომ არც ერთი პოლიციელი არ დაუზიანებია ამ 11 პირს, თქვენ ხომ პრეტენზია არ გექნებათ?

[პროკურორი აცილებას ითხოვს]

მოწმე სპეცრაზმელი იგივეს იმეორებს, თუ დაუდასტურდებათ ჯგუფური ძალადობაო.. მე ინდივიდუალურად არავისთან პრეტენზია არ მაქვსო.

„თქვენ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზე ხართ დანაშაულად ცნობილი თუ ჯგუფურზე?", - კითხულობს ადვოკატი, მოწმე პასუხობს, რომ „ჯგუფურზე".

ადვოკატი კითხვას უბრუნებს, რომ გითხრათ, რომ მუხლი ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულიაო?

[მოსამართლე აჩერებს, მოწმე პასუხობს იმას, რაც იცისო].

13:55 24.7.2025

„მე მხვდებოდა ქვაც და ფიცარიც, უშუალოდ დაზიანება მივიღე პიროტექნიკისგა", - ასე პასუხობს მოწმე ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის კითხვას, რომელმაც დააზუსტა დაზიანების საგანი. ადვოკატი დაინტერესდა, უთხრა თუ არა ბრალდების მხარემ მას, ვინ იყო დამზიანებელი ან კითხა თუ არა მათ, ვინ დააზიანა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG