Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლოდან
11 დემონსტრანტის საქმე - განახლებები სასამართლოდან

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (24/07/2025)

15:05 24.7.2025

სადავო პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება ანდრო ჭიჭინაძე და ქართული ოცნების ლიდერს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

ირაკლი კობახიძემ გუშინ თქვა: „მარტივი ლოგიკაა, დანაშაული არ ისჯება და ხდება მისი წახალისება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ იქნება მუდმივად პასიურ რეჟიმში და აუცილებელია რეაგირება ჩადენილ დანაშაულებზე. მართალია, დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით, 30 ადამიანის დაკავება, პირველ რიგში, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის, რეპრესიები არავის არ სჭირდება ამ ქვეყანაში, მაგრამ პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამართალი აღსრულებულიყო.

მე შეგახსენებთ, თუ რამდენად მაღალი სტანდარტია. ჯამში ალბათ 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობაში სხვადასხვა დღეს, რეგულარულად 500 კაცი მაინც ძალადობდა ყოველდღიურ რეჟიმში 5 დღის განმავლობაში, ჯამში იქნებოდა 1000-მდე ადამიანი უშუალოდ ძალადობაში ჩართული. დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი, 1000-მდე ადამიანიდან მხოლოდ 30.

ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მაღალია გამოძიების სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში. თუ არ იყო უტყუარი მტკიცებულებები, თუ არ იყო იდენტიფიცირებადი ადამიანი, თუ არ იყო იდენტიფიცირებადი კონკრეტულად ძალადობრივი ქმედება, ამ შემთხვევაში არ ხდებოდა ადამიანის დაკავება“,

ანდრო ჭიჭინაძე ამბობს: „როდესაც უმაღლესი თანამდებობს პირი აკეთებს სასამართლოს განხილვის პარალელურად კომენტარებს და ეს შეიცავს უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევას, ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე და პირველ რიგში თქვენზე. პირდაპირ აძლევს მითითებას სასამართლოს, რომ გამოიტანოს გამამატყუნებელი განაჩენი...

თუ ვინმე დაზიანდა, ეს არის ძალიან ცუდი, არ აქვს მნიშვნელობა აქციის მონაწილე იყო თუ პოლიციელი, არავის უხარია, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც აქ მოდიან დაზარალებულების ეგიდით და ამბობენ, რომ არ დაუნახივართ, არ იციან, ვინ დააზიანა და ჩვენთან პრეტენზიები არ აქვთ, ეს არ დგინდება... პერსონიფიცირების გარეშე არ ხდება დანაშაულის დადგენა, ამაზე ყველა ვთანხმდებით...

ის ადამიანები რომლებიც პოლიციელების ფორმით გოგოებს და ბავშვებს ურტყამდნენ, სად არიან? გაუგებარია, რომ არ არიან დასჯილები.. ეს არის პირდაპირი ზეწოლა მეოთხედ თუ მეხუთეთ ვამბობ, სასამართლოზე და იმედი მაქვს, ამ ზეწოლას დაძლევთ".

აგრძელებს ონისე ცხადაძე:

„ირაკლი კობახიძე არის იდიოტი, იურისტი, რომელმაც იურიდიული არ იცის, 1 000 კაციდან დავიჭირე 30-იო...ამ მოცემულ შემთხვევაში საქმე უნდა დადგეს თავდაყირა. ჩვენი ბრალი არის მოგონილი.

ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, ბატონი ვახტანგი, რომ ჩვენ პრევენციის გამო ვართ დაკავებულები?"

პროკურორი: პოლიტიკოსების განცხადებებზე ჩვენსა სასამართლო პროცესზე კომენტარს ვერ გავაკეთებ

ონისე: ვიცი რომ არ გაინტერესებთ, თქვენც მიიჩნევთ რომ პრევეცის გამო ვართ დაკავებულები

მოსამართლე: კარგი...

აგრძელებს ონისე ცხადაძე: გუშინ რა ფაქტიც მოხდა მეორე სასამართლოზე ორგანიზატორზე, რა მტკიცებულებაც მოიტანა[პროკურატურამ - რ.თ], სულ მაინტერესებდა რომელი ვიდეოთი დავორგანიზდი...

[მოსამართლე აჩერებს, სხვა საქმეზე არ ვსაუბრობო]

„ე.წ. ორგანიზატორებზეა საუბარი, იგივე მასალებია", - ამბობს ონისე

[წესრიგი, - აფრთხილებს დამსწრეებს ნინო გალუსტაშვილი, რომლებსაც ეცინებათ]

„ერთხელაც მეგონა ეს ვიდეო ტელევიზორში გავიდოდა და ვნახავდი, რა მოხდა სინამდვილეში და აღმოჩნდა, რომ ამ ვიდეოს ხმა არ ჰქონდა... ვინმეს თუ ჰქონია ევროპაში ასე მიგვიღებენ, არა მეგობრებო, ეს საქმეები აქამდე არ უნდა მოსულიყო...აი, მაგ დროს, როცა ვიდეოს ხმა არ ექნებოდა, ის პირი მოსამართლემ უნდა დააჩაქუჩოს....

[ამის შემდეგ ქართული ოცნების ამომრჩეველს მიმართავს]


„10 თვის ბავშვის სიცოცხლე გაიმეტეთ იმისთვის, რომ კიდე რაიმე დაგებრალებინათ, ომი დაიწყო საქართველომო, 2012-დან დღემდე ერთი რუსი აგენტი არ გამოუვლენიათ, გავრილოვი ჩამოიყვანა და აზერბაიჯანში წავიდა, რომ სკამი გაეთავისუფლებინა, 2012 წლიდან კი არა ბიძინა ივანიშვილი დაბადებიდან არის რუსი", - ასე დაასრულა სიტყვა ონისე ცხადაძემ.

14:43 24.7.2025

ხშირად ხდება ისე, რომ პროკურატურის მოწმეებისთვის მთავარია, რას ეტყვიან პროკურორები ან რის უფლებას მისცემენ. ისინი მოსამართლეზე წინ აყენებენ მათ მითითებას, შენიშვნას, მინიშნებას თუ ნებისმიერ სხვა ქმედებას.

აი, მაგალითად, თუ ადვოკატები ერთსა და იმავე ან მსგავს კითხვებს სვამენ და პროკურატურა აცილებას აყენებს, მოწმეები თამამდებიან და თავად იღებენ გადაწყვეტილებას უპასუხონ თუ არა ადვოკატებს. არადა მათი მოვალეობაა უპასუხონ ნებისმიერ კითხვას, იქამდე სანამ მოსამართლე არ ერევა, თუნდაც ამ კითხვაზე უკვე 3-ჯერ, ოთხჯერ ან ყოველ ჯერზე ჰქონდეს გაცემული პასუხი.

„ხომ გიპასუხეთ უკვეო“, - ასეთი იყო გურამ კვირიკაშვილის პასუხიც ადვოკატების კითხვებზე, მას შემდეგ რაც მიხვდა, პროკურატურაც ასე ფიქრობდა.

მოსამართლის ჩართულობა მინიმალური - „ალბათ კითხვა ვერ გაიგოო, მოდი გავუმეოროთ", - ამბობს გალუსტაშვილი.

14:40 24.7.2025

დამსწრეები თითქმის ყოველ პროცესზე ხედავენ შემდეგ სურათს - პროკურატურის მოწმეებისთვის მთავარია, რას ეტყვიან პროკურორები ან რის უფლებას მისცემენ. ისინი მოსამართლეზე წინ აყენებენ მათ მითითებას, შენიშვნას, მინიშნებას თუ ნებისმიერ სხვა ქმედებას.

აი, მაგალითად, თუ ადვოკატები ერთსა და იმავე ან მსგავს კითხვებს სვამენ და პროკურატურა აცილებას აყენებს, მოწმეები თამამდებიან და თავად იღებენ გადაწყვეტილებას უპასუხონ თუ არა ადვოკატებს. არადა მათი მოვალეობაა უპასუხონ ნებისმიერ კითხვას, იქამდე სანამ მოსამართლე არ ერევა, თუნდაც ამ კითხვაზე უკვე 3-ჯერ, ოთხჯერ ან ყოველ ჯერზე ჰქონდეს გაცემული პასუხი.

„ხომ გიპასუხეთ უკვეო“, - ასეთი იყო გურამ კვირიკაშვილის პასუხიც ადვოკატების კითხვებზე, მას შემდეგ რაც მიხვდა, პროკურატურაც ასე ფიქრობდა.

მოსამართლის ჩართულობა მინიმალური - „ალბათ კითხვა ვერ გაიგოო, მოდი გავუმეოროთ", - ამბობს გალუსტაშვილი.

14:27 24.7.2025

კითხვებს სვამს შოთა თუთბერიძე. მოწმემ მას დაუდასტურა, რომ მისი დანაყოფი საბრძოლოა და საოკუპაციო ხაზთან პატრულირებენ. ადვოკატი ეკითხება, სხეულის რა ნაწილს იფარავდა ფარით. „სხეულის წინა ნაწილსო“, ასეთია პასუხი.

„სროლის დროს ფარი გაიხსნა, ჯაჭვი გაიხსნა ფარი-ფარს [აზუსტებს]...", - ამბობს მოწმე.

ფეიერვერკი რომ იყო რა იცითო, კითხულობს ადვოკატი. აფეთქდა ეგრევე, რომ მომხვდაო, პასუხობს სპეცრაზმელი.

„წყლის ჭავლის მანქანა გამოვიდა იმიტომ, რომ ჩაექრო ცეცხლი“, - ამბობს კვირიკაშვილი დამატებით.

ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ეკითხება, თუ ხედავდა როგორ გამორბოდნენ აღჭურვილობის გარეშე სამართალდამცველები დემონსტრანტების მიმართულებით და ძალადობდნენ. მას არც ამ სცენის ამსახველი ვიდეოები უნახავს.

დაშლის ბრძანება ვინ გასცა?

- დემონსტრაციას არავინ შლის, ეს არის მართლწესრიგის აღდგენაა

- თქვენთვის არის ეგრე, ჩემთვის დაშლაა, კანონისმიერი ტერმინია

- მართლწესრიგის აღდგენა, აქციის დაშლის გარეშე ხდება?

[პროკურორი იცილებს]

„მართლწესრიგის აღდგენის ბრძანება ვინ გასცა, ჩემთვის არ არის ცნობილი", - ამბობს სპეცრაზმელი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG