ადვოკატი აყენებს შუამდგომლობას და ამბობს, რომ ნახევარი საათია პროკურორი ბრალდებულს ეკითხება რა უთხრა მას ადვოკატმა, რაც მისი თმით, არ უნდა იყოს ამ გამოკითხვის მიზანი. მოსამართლემ პროკურორს სთხოვა კითხვის ფორმულირება შეეცვალა.
პროკურორი ბრალდებულს თხოვს დააზუსტოს რა იგულისხმა, როდესაც თქვა, რომ ხელის ანაწმენდები გაუკეთეს. ამაზე ანტონ ჩეჩინი პასუხობს: “გამიკეთეს ანაწმენდი, რომ ენახათ ჩემ ხელზე ნარკოტიკის კვალი თუ იქნებოდა.”
- რატომ არ მოაწერეთ პაკეტზე ხელი?
- არ ვიცი, თუ არსად არ მოვაწერე ხელი, იქაც არ მოვაწერე ხელი
პროკურორის თქმით, ანტონ ჩეჩინის მიერ აღწერილი პაკეტი, რომელიც მისი თქმით გადაკეცვის სახით არ დალუქულა, არ შეესაბამება მათი საგამოძიებო პაკეტებს, რომლებიც სულ სხვანაირად ილუქება.
შმაგი გობეჯიშვილმა დაკითხვა დაასრულა.
შმაგი გობეჯიშვილს აინტერესებს, ვის უთხრა, რომ ნარკოტიკული ექსპერტიზა სურდა. ანტონ ჩეჩინი ამბობს, რომ თარჯიმანს სთხოვა გამომძიებლისთვის გადაეცა. ტავად გამომძიებელი განყოფილებაში მასთან აღარ შემოსულა.
„ადვოკატს თუ თხოვეთ, რომ ნარკოლოგიური შემოწმება გქონდათ?", - ახლა ასე სვამს კითხვას პროკურორი.
ანტონ ჩეჩინის თქმით, სახაზინო ადვოკატს უთხრა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ უკვე გვიანი არის და „დაკავების დღეს კეთდება".
„დამშვიდდით ბატონო გიორგი, წყალი ხომ არ მოგაწოდოთ", - ასე მიმართა შმაგი გობეჯიშვილმა ანტონ ჩეჩინის ადვოკატს, მას შემდეგ, რაც ადვოკატმა გააპროტესტა პროკურორის კითხვა ე.წ. ამოღების ეპიზოდზე. ადვოკატმა თქვა, რომ შმაგი გობეჯიშვილის კითხვებს შეცდომაში შეჰყავს სასამართლო და ის ბრალდებულის სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია, თხოვს ბრალდებულს დააზუსტოს ქურთუკი როგორ გაიხადა მანქანაში. ამაზე ჩეჩინი პასუხობს: „იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ვიყავი მოვითხოვე გარეთ გადავსულიყავი და ისე გამეხადა ქურთუკი, თუმცა ამის ნება არ დამრთეს და მომიწია მანქანაში გამეხადა".
ფორუმი