პროკურორები არკვევენ, საით ჰქონდა მიმართული ხელი ნიკოლოზ ჯავახიშვილს. მოწმემ უპასუხა, რომ „ახსოვს ხელი ცისკენ იყო მიმართული".
კითხვების დასმას იწყებს ბრალდების მხარე.
პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი ეკითხება დავით კაკალაშვილს „ბევრი ადამიანი იყო ადგილზე და მაინც და მაინც ჯავახიშვილს რატომ მიაქციეთ ყურადღება?"
აცილება დააყენა ადვოკატმა, არგუმენტით, რომ პასუხი ამ კითხვაზე გაცემულია.
მოსამართლე ამბობს, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება დააზუსტოს გარემოებები, რომელზეც, შესაძლოა, მოწმემ უკვე ისაუბრა.
„იგივე ყურადღებით აკვირდებოდით გარშემომყოფებსაც", - კითხულობს პროკურორი. ისევ ადვოკატის პროტესტის არგუმენტით, რომ „შეცდომაში შეყავს მოწმე".
ახალი კითხვა - რამდენჯერ გაისროლა ფეიერვერკიდან ჯავახიშვილმა?
ისევ ადვოკატის პროტესტის: კითხვა ბუნდოვანია.
პროკურორი: როცა ყურადღება მიაქციეთ რამდენჯერ გაისროლა?
მოწმის თქმით, 8 თვეა გასული და არ ახსოვს ზუსტი რაოდენობა, ალბათ 6 თუ 8.
პროკურორს აინტერესებს, ამ დროს რა მიმართულებით მოძრაობდა ჯავახიშვილი. ადვოკატი კითხვის დაზუსტებას ითხოვს.
აზუსტებს ვახტანგ ცალუღელაშვილი: რა მიმართულებით იყურებიან ვიდეოში ეს ადამიანები?
მოწმე პასუხობს, რომ თავისუფლების. ასევე ადასტურებს, რომ სპეცრაზმი ქაშვეთის ტერიტორიის მიმდებარედ იდგა.
ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოწმის დაკითხვა დაასრულა.
გუჯა ავსაჯანიშვილს აინტერესებს, როგორ გამოხატავდა პროტესტს მოწმე. ის ამბობს, რომ ვიდეოებს იღებდა, „უყვარს ასეთ დროს კადრების გადაღება და შენახვა".
„როგორ მოხვდით ამ საქმეში?“, - ადვოკატის ამ კითხვაზე მოწმემ უპასუხა, რომ ნახა პოსტი რომ ეძებდნენ თვითმხილველ ადამიანს, ასე დაუკავშირდა ადვოკატს.
ფორუმი