„ქალბატონო თამარ, როგორ ხართ?", - ეკითხება მოსამართლეს ირაკლი მიმინოშვილი.
აგრძელებს ნიკოლოზ ჯავახიშვილი - „გუშინდელის მერე, ცოტა...."... ყველა იღიმის.
სხდომა გაიხსნა. იწყება დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა.
იქამდე, სანამ დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა დაიწყება, ბრალდების მხარე კითხულობს დაცვის მხარის მოწმეების სიიდან იმ პირების სახელსა და გვარებს, რომელსაც ხდის უდაოდ.
ვეფხია კასრაძის ადვოკატის გიორგი სამუშიას მოწმეების სიიდან პროკურატურამ უდაოდ გახადა: ირაკლი კუპრაძე და ლანა გალდავა
ზვიად ცეცხლაძის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის შემთხვევაში უდავოდ გახადეს მოწმეები: არჩილ ბერიძე, რამინ ბერიძე, ნათია გაბრავა და ზურაბ ცეცხლაძე[ზვიად ცეცხლაძის მამა].
მათ დაასახელეს რამდენიმე სახელი და გვარი, რომელთა შესახებაც პოზიციას შემდეგ სხდომაზე იტყვიან.
დავით ჭიკაიძე ამბობს, რომ მას სურს დაკითხოს მოწმეები და ამისთვის ითხოვს დროს, რომ ზვიად ცეცხლაძესთან პოზიცია შეათანხმოს. ის ამბობს, რომ უდავოობასთან დაკავშირებით პოზიციას გააჟღერებს მომდევნო სხდომაზე.
ვეფხია კასრაძის ადვოკატი შეთანხმდა ბრალდების მხარესთან და თანახმაა, უდაოდ ცნონ მოწმეები, ლანა გალდავა და ირაკლი კუპრაძე. მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი განმარტავს, რომ „ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ, ფაქტორივ გარემოებებს, რაც გამოკითხვის ოქმშია, უდაოდ მიიჩნევს და ამ მოწმეებს აღარ დაკითხავენ".
სხდომათა დარბაზში გამოიძახეს ზვიად ცეცხლაძის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის მოწმე, ანა პეტროსიანი. ის დაცვის მხარის მოწმეა და პირველი კითხვებს ადვოკატი დაუსვამს. ანა პეტროსიანი ზვიად ცეცხლაძის მეგობარია და მას ბევრი წელია იცნობს.
მოწმე სთხოვს მოსამართლეს, რომ „ჩვენების მიცემისას მისცეს უფლება გამოიყენოს გადაადგილების სქრინები, რომელიც თან აქვს".
„ჩემი მეგობარია, გავიცანი ბათუმში... მას შემდეგ გვქონდა გადაკვეთა უნივერსიტეტში და აქციაზე თუ შევხვდებოდით. მე ზვიადი ოქტომბრიდან მოყოლებული თითქმის ყოველდღე თუ არა ყოველ მეორე დღეს ერთად ვიყავით.. 023 აუდიტორიაში ვიყავით და იქ ვატარებდით ჩვენი დროის უდიდეს ნაწილს. 3 დეკემბრის გამთენიიდან 4 დეკემბრამდე ვიყავით ერთად და ერთად მივდიოდით მეგობართან... ჩემი ტელეფონი წაიღეს პოლიციელებმა, არ დალუქეს, ხელიდან წაართვეს მას ტელეფონი და წაიღეს[ის ამბობს, რომ ვარდისფერი ქეისი ჰქონდა და ზვიადის ტელეფონი არ იყო, მისი იყო] მე ჩართული მქონდა ლოკაციის რექორდერი და წარმოგიდგენთ გადაადგილების მარშრუტს.. ის თუ სად დაფიქსირდა ჩემი ტელეფონი ჩართული.
პირველივე სქრინზე ჩანს, რომელ საათზე დავტოვეთ უნივერსიტეტი 06:01 იყო და გადაადგილდებოდით ტაქსით, ბოლტით.
[მოწმე ამბობს, რომ მისი და ზვიადის მამის კომუნიკაცია შედგა დილის 7-ის ნახევარზე, ის და ზვიადი ერთად იყვნენ დილის 6 საათიდან.... ის ჰყვება, რომ მეგობართან მიდიოდნენ, ესაუბრებოდნენ მას ვიდეოთვალით, მობეზრდა საუბარი და ტელეფონი ზვიადს მისცა]
მოწმის თქმით, ამის შემდეგ მასთან მივიდა 3-5 ადამიანი. მან ივარაუდა, რომ სუს-ის თანამშრომლები იყვნენ, რადგან შავები ეცვათ და არაიდენტიფიცირებადები იყვნენ.
„მარჯვენა ხელში კიდევენ ხელს, ტელეფონი გამოსტაცეს, ხომ ნამდვილად ზვიადი იყო... დააზუსტეს და შემდეგ უთხრეს, დაკავებული ხართ მოგვყევით..".
ის ამბობს, რომ ტელეფონი არ დაულუქავთ, ამასთან იცოდნენ, რომ ზვიადის ტელეფონი არ იყო.
„ზვიადის გარეგანი შემოწმება არ მომხდარა, დააზუსტეს რომ ზვიად ცეცხლაძე იყო, დაკავებული იყო და უნდა გაყოლოდა, გაჰყვა ზვიადი..".
ის ამბობს, რომ დარჩა ტელეფონისა და ფინანსების გარეშე და დაბრუნდა თსუ-ში.
„ბოლოს ჩემი ტელეფონი ფიქსირდება ზვიად ცეცხლაძის სახლში სართიჭალას 8 ნომერში, იქ ჩაირთო ბოლოს ჩემი ტელეფონი...".
მოწმე ამბობს, რომ თუ სურს სასამართლოს, ის გადასცემს ამ ვიდეოსქრინებს მეხსიერების ბარათითაც.
„თუ ბატონი შოთა[თუთბერიძე - ადვოკატი რ.თ.] არ გააპროტესტებს 115-ე მუხლის საფუძველზე გამოიყენეთ", - ამბობს მოსამართლე და იღიმის. სწორედ ეს მუხლი გამოიყენა გამომძიებელმა, როცა მოითხოვა ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ ვიდეო მოესმინა სასამართლო სხდომაზე.
ფორუმი