გუჯა ავსაჯანიშვილი სთხოვს მოწმეს მიუთითოს ვიდეოზე, სად იდგა აქციის მიმდინარეობისას, რა დროსაც მისივე თქმით, ნიკოლოზ ჯავახიშვილი დაინახა, რომელიც ფეიერვერკს ჰაერში ისროდა. მოწმე უთითებს ადგილს.
ამის შემდეგ ადვოკატი კითხულობს, რას აკეთებდნენ აქციის მონაწილეები?
- აპროტესტებდნენ, ბატონო ადვოკატო
- ნივთების სროლას შეესწარით?
- რა თქმა უნდა.
[ჩვენი ბრალდების მოწმე ხომ არ მოგიყვანიათ?", - მიმართავს ვაჟა თოდია გუჯა ავსაჯანიშვილს.]
ისევ ადვოკატის კითხვა: რას აკეთებდა ნიკოლოზ ჯავახიშვილი?
მოწმე: დავაკვირდი, მეთქი-რაიმე დანაშაულის ჩადენას ხო არ აპირებს, რაც ჩვენზე ცუდად აისახება- მეთქი, შემდეგ გითხარით, რაც გააკეთა, გაისროლა ფეიერვერკი ჰაერში...
გუჯა ავსაჯანიშვილს აინტერესებს, როგორ გამოხატავდა პროტესტს მოწმე. ის ამბობს, რომ ვიდეოებს იღებდა, „უყვარს ასეთ დროს კადრების გადაღება და შენახვა".
„როგორ მოხვდით ამ საქმეში?“, - ადვოკატის ამ კითხვაზე მოწმემ უპასუხა, რომ ნახა პოსტი რომ ეძებდნენ თვითმხილველ ადამიანს, ასე დაუკავშირდა ადვოკატს.
ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოწმის დაკითხვა დაასრულა.
კითხვების დასმას იწყებს ბრალდების მხარე.
პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი ეკითხება დავით კაკალაშვილს „ბევრი ადამიანი იყო ადგილზე და მაინც და მაინც ჯავახიშვილს რატომ მიაქციეთ ყურადღება?"
აცილება დააყენა ადვოკატმა, არგუმენტით, რომ პასუხი ამ კითხვაზე გაცემულია.
მოსამართლე ამბობს, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება დააზუსტოს გარემოებები, რომელზეც, შესაძლოა, მოწმემ უკვე ისაუბრა.
„იგივე ყურადღებით აკვირდებოდით გარშემომყოფებსაც", - კითხულობს პროკურორი. ისევ ადვოკატის პროტესტის არგუმენტით, რომ „შეცდომაში შეყავს მოწმე".
ახალი კითხვა - რამდენჯერ გაისროლა ფეიერვერკიდან ჯავახიშვილმა?
ისევ ადვოკატის პროტესტის: კითხვა ბუნდოვანია.
პროკურორი: როცა ყურადღება მიაქციეთ რამდენჯერ გაისროლა?
მოწმის თქმით, 8 თვეა გასული და არ ახსოვს ზუსტი რაოდენობა, ალბათ 6 თუ 8.
პროკურორს აინტერესებს, ამ დროს რა მიმართულებით მოძრაობდა ჯავახიშვილი. ადვოკატი კითხვის დაზუსტებას ითხოვს.
აზუსტებს ვახტანგ ცალუღელაშვილი: რა მიმართულებით იყურებიან ვიდეოში ეს ადამიანები?
მოწმე პასუხობს, რომ თავისუფლების. ასევე ადასტურებს, რომ სპეცრაზმი ქაშვეთის ტერიტორიის მიმდებარედ იდგა.
ფორუმი