Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნინო დათაშვილის სასამართლოს სხდომა - ლაივბლოგი
ნინო დათაშვილის სასამართლოს სხდომა - ლაივბლოგი

ნინო დათაშვილის საქმე - ლაივბლოგი (07/08/2025)

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილის წინასასამართლო სხდომა იმართება. რამდენიმე დღის წინ, მოსამართლემ განჩინება გამოსცა დათაშვილისთვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, რასაც დაკავებულის, ადვოკატებისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

13:24 7.8.2025

13:16 ნინო დათაშვილი ბადრაგებმა დარბაზში შემოიყვანეს. დამსწრეები ტაშით შეხვდნენ. ნინო იღიმის და ხელებით გულის სიმბოლოს აჩვენებს დარბაზში შეკრებილებს. ის ადვოკატებს ელაპარაკება.

13:24 7.8.2025

13:12 დარბაზში შეგვიშვეს ჟურნალისტები, ნინო დათაშვილის ოჯახის წევრები, საელჩოების წარმომადგენლები. ნინო დათაშვილის სამი ადვოკატი, თამარ გაბოძე, ელისო რუხაძე და თამარ ზარქუა ადგილზე არიან.

13:11 7.8.2025

13:09 - სასამართლოს ფოიეში ცხელა, ჟანგბადი გვინდა, ამბობენ მომლოდინენი.

13:10 7.8.2025

13:02 - დარბაზში ჯერ ოჯახის წევრებს შეუშვებენ. მანდატური შეკრებილებს ეუბნება, პირველ რიგში, ვისაც ჩათვლით საჭიროდ, ის შევუშვათ. მესამე დარბაზი 70 ადამიანს იტევს. დარბაზში უკვე შევიდნენ ადვოკატები.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG