Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნინო დათაშვილის სასამართლოს სხდომა - ლაივბლოგი
ნინო დათაშვილის სასამართლოს სხდომა - ლაივბლოგი

ნინო დათაშვილის საქმე - ლაივბლოგი (07/08/2025)

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილის წინასასამართლო სხდომა იმართება. რამდენიმე დღის წინ, მოსამართლემ განჩინება გამოსცა დათაშვილისთვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, რასაც დაკავებულის, ადვოკატებისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

13:10 7.8.2025

12:50 - სასამართლოს მე-14 დარბაზის ფოიე ბარიერითაა გადაკეტილი. ჟურნალისტები, უფლებადამცველები, გერმანიისა და ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენლები, ნინო დათაშვილის ოჯახის წევრები და გულშემატკივრები ბარიერს აქეთ დგანან. დარბაზში ჯერჯერობით მხოლოდ დაკავებულის ადვოკატები შეუშვეს.

13:10 7.8.2025

12:58 - მანდატური ამბობს, რომ დარბაზი შეიცვალა და ყველა, ჩქარი ნაბიჯით ინაცვლებს მესამე დარბაზთან, რომელიც ბარიერითაა შეზღუდული.

13:10 7.8.2025

13:02 - დარბაზში ჯერ ოჯახის წევრებს შეუშვებენ. მანდატური შეკრებილებს ეუბნება, პირველ რიგში, ვისაც ჩათვლით საჭიროდ, ის შევუშვათ. მესამე დარბაზი 70 ადამიანს იტევს. დარბაზში უკვე შევიდნენ ადვოკატები.

13:11 7.8.2025

13:09 - სასამართლოს ფოიეში ცხელა, ჟანგბადი გვინდა, ამბობენ მომლოდინენი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG