სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობები მოსამართლის, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და პროკურორის, მედეა ცირამუას აცილების შესახებ.
ნინო დათაშვილი მოსამართლეს და პროკურორს:
"რაკი პროკურორის აცილება არ მოახდინეთ, მაშინ მივმართავ პროკურორებს, ნუ ავრცელებთ ჩვენს შესახებ დეზინფორმაციას. გუშინ საკუთარი ყურით მოვისმინე, რუსთავი 2-ზე, პროკურორი მამაკაცი საუბრობდა, რომ თითქოს ადვოკატებმა თავად წარადგინეს ინფორმაცია ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. გთხოვთ, მოუწოდოთ პროკურორებს, ნუ ავრცელებენ ამ დეზინფორმაციას".
ნინო დათაშვილი ისევ ფეხზე დგას. მოსამართლე მას მიმართავს:
- ქალბატონო ნინო, რომ დაბრძანდეთ?
- არა, გმადლობთ, საბრალდებო სკამზე არ დავჯდები, რადგან თავს არ ვცნობ დამნაშავედ.
- აი, ეს სკამი რომ შემოგიტანოთ? - მიუთითებს მოსამართლე სხვა სკამზე.
- არა გმადლობთ.
ნინო დათაშვილის ადვოკატების მოთხოვნით სხდომაზე მცირეხნიანი შესვენება გამოცხადდა.
ფორუმი