Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაიბლოგი რვა დემონსტრანტის საქმის განხილვიდან
ლაიბლოგი რვა დემონსტრანტის საქმის განხილვიდან

რვა დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (08/08/2025)

გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ჯგუფური ძალადობის საქმეზე, სადაც 8 დემონსტრანტია ბრალდებული. სხდომას სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი მარიამ ნოზაძე.

14:49 8.8.2025

განცხადებას აკეთებს ბრალდებული, ნიკოლოზ ჯავახიშვილი:

„მოწმეებზე ზეწოლას რაც შეეხება მოწმეები გამოკითხულია ყველა, დანაშაულის ჩადენას რაც შეეხება, სასამართლოს შეუძლია შინაპატიმრობა, სამაჯურო, საზოგადოებრივი სამუშაო, მიმალვის საფრთხეზე ბევრჯერ მითქვამს. ერთი თვით ადრე ვიცოდი, რომ დაიწყებდნენ დაჭერებს აქტივისტებისას და ჩემი ჯერიც მოვიდა", - ის ითხოვს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას 60 000 ლარის ოდენობით

14:41 8.8.2025

გიორგი გორგაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს.

„ყველამ კარგად იცის, მათ შორის თქვენ, ბატონო მოსამართლე, რომ ამ ადამიანს იმიტომ კი არ აქვთ თავისუფლება აღკვეთილი, რომ მათი პატიმრობაში დატოვების საფუძვლები არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

14:37 8.8.2025

ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი, დავით ჭიკაიძეც არ ეთანხმება ბრალდების პოზიციას. მას მიაჩნია, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საფუძველი არ არის.

14:33 8.8.2025

ინსაფ ალიევის ადვოკატის, აიჰან ჰასანლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიმალვის საფრთხე ამ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების საფუძველი არასდროს ყოფილა, დაკავებიდან ორ თვეში მაინც გაჩნდა დასაბუთებაში, როგორც პატიმრობის არგუმენტი. ადვოკატი არ აპირებს საერთოდ იმსჯელოს ამ რისკზე, რადგან მოსამართლეს უკვე აქვს ნათქვამი, რომ ეს საფრთხე არ არსებობს.

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, აიჰან ჰასანლის თქმით, არ მოუსმენია არგუმენტები, რას გააკეთებენ ეს ადამიანები, თუ მათ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებს მოსამართლე.

ის ასევე ფიქრობს, რომ დროის გასვლასთან ერთად გამოყენებული პატიმრობის მიზანშეწონილობა პროკურატურის მიერ დასაბუთებული არ არის.

- რას ჩაიდენს ინსაფ ალიევი პატიმრობიდან გაშვების შემდეგ? - ამ კითხვაზე ადვოკატი ამბობს, რომ პასუხი და დასაბუთება ვერ მოისმინა.

„აბსტრაქტულ და ჰიპოთეტურ არგუმენტებზე დაცვის მხარე პროკურატურას პასუხს ვერ გასცემს. ნებისმიერი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება არგუმენტებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულების სასარგებლოდ", - ამბობს აიჰან ჰასანლი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG