Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაიბლოგი რვა დემონსტრანტის საქმის განხილვიდან
ლაიბლოგი რვა დემონსტრანტის საქმის განხილვიდან

რვა დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (08/08/2025)

გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ჯგუფური ძალადობის საქმეზე, სადაც 8 დემონსტრანტია ბრალდებული. სხდომას სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი მარიამ ნოზაძე.

13:41 8.8.2025

13:29 - დამსწრეები დარბაზში შეგვიშვეს.

13:41 8.8.2025

13:37 - დღევანდელ სხდომაზე გრძელდება დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების განხილვა.

13:41 8.8.2025

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი დღევანდელ სხდომას ფიზიკურად არ ესწრება. მოსამართლის შემოსვლისთანავე სხდომის მდივანი მას ტელეფონზე ესაუბრებოდა.

13:41 8.8.2025

13:39 - ბრალდებულები დარბაზში შემოდიან. ოჯახის წევრები მიდიან მათთან და ესალმებიან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG