Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა კაციას საქმე - ლაივბლოგი 12/08/2025)

ნიკა კაციას საქმეზე, რომელსაც ნარკოდანაშაულს ედავებიან, დაცვის მხარეს მოწმეების დაკითხვა ჯერ არ დაუსრულებია. დღეს დაიკითხებიან ექსპერტები.

13:38 12.8.2025

ამ დრომდე არაა დასრულებული მობილუროს ექსპერტიზა. ადვოკატმა მიმართა სპეციალურ უწყებას დაჩქარებისთვის, თუმცა შედეგი არ არის. ნინო ლომინაძე ამის შესახებ მოსამართლეს აცნობა.

13:37 12.8.2025

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სხვა ექსპერტები ბრალდების მხარემ დაცვასთან შეთანხმებით უდაოდ ცნო და ისინი არ დაიკითხებიან.

13:36 12.8.2025

კითხვებს სვამს პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე:

- თმის მოცილება და თავიდნან გაზრდა რამდენად ახდენს გავლენა შედეგზე?

აპროტესტებს ნიკა კაცია, ფუჭად კარგავს დროს ექსპერტიო.

პასუხობს მოწმე:

„მოხმარებიდან რამდენიმე პერიოდის შემდეგ აისახება თმის ნიმუშში, ყველა გვიან გადადის და ყველაზე დიდხანს აისახება", - ამბობს ექსპერტი და აცხადებს, რომ ახალი თმის ამოსვლის შემდეგ ჩატარებულ კვლევაშიც გამოვლენილა ნარკოტიკის კვალი.

- როგორ იწყება თმაში მოხვედრა? რამდენ სანტიმენტრში ფიქსირდება?

- თმა იზრდება დაახლოებით ერთი სანტიმენტრით თვის განმავლობაში, ყველა ღერი ერთნაირი სიდიდისაა....

- რამდენად შესაძლებელია, რომ ადამიანს ჰქონდეს მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება, ჩაატაროთ კვლევა და აღმოჩნდეს, რომ არ აჩვენა მოხმარება?

- ალბათობაა...

- ანუ არ გამორიცხავთ იმას, რომ შესაძლოა მოხმარებული ჰქონდეს, მაგრამ კვლევამ არ აჩვენოს

[კითხვა აცილებულია]

პროკურორი კითხულობს, რამდენად კატეგორიულია მისი დასკვნის შინაარსობრივი მხარე, რომ შესაძლლოა ჰქონდეს მოხმარებული, მაგრამ არ ამოვიდეს კვალი

[ისევ აცილებას ითხოვს დაცვის მხარე..]

მოწმე პასუხობს, რომ კატეგორიულია. ამის შემდეგ ნუგზარ ჭიკაძე წინა მოწმის მონაყოლს აჟღერებს სხდომაზე, მოსამართლე შენიშვნას აძლევს. სხვა მოწმის ნათქვამის მოხმობა კითხვის დახმისას არ შეიძლება.

- რა გარემოფაქტორები მოქმედებს თმის ღერზე, მაგალითად თუ შერებილია თმა?

- დიახ, არის ამაზე კვლევები... ამ კონკრეტულ შემთხვევაში თმა მუშავდება ერთნაირად მეთოდის შესაბამისად, თუ ფაქტორი მოქმედებს იმაზე, რომ არ აღმონდეს მასში ნარკოტიკული საშუალება მე ამაზე ვერ გეტყვით პასუხს, მაგრამ თუ არის თმაში ნარკოტიკული საშუალება, ანუ ეს ასეა, ამაზე გავლენის შესაძლებლობა არ არსებობს

- რამდენად კატეგორიულია თქვენი დასკვნის შინაარსი?

- წარმოდგენილ თმაში არ აღმოჩნდა ზემოქმედების კვალი.

[წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, - ნიკა კაციას რეპლიკაა]

13:27 12.8.2025

ნიკა კაციამ თავიდან წააკითხა ექსპერტიზის დასკვნა ექსპერტს, სადაც წერია, რომ ნიკა კაციას თმის ნიმუსში არ იყო ნარკოტიკული საშუალებები[ვრცელი ჩამონათვალია - რ.თ.]

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG