მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს სხდომის გახსნა არ აცალა ნიკა კაციამ. დარბაზში მისი შემოსვლისას პირველი სიტყვები იყო: “რუსეთი ოკუპანტია…ყოველღთვის ოკუპანტები იწყებენ ომს.... ყველას უმეტესობას საქართველოში მცხოვრებს გვახსოვს რომ ადამიანებმა საკუთარი თავისუფლება დასდეს ქვეყნის დასაცავად და თუ რამე გვიგებს სავალ ბილიკებს ესენი არიან გმირები".
სხდომა გაიხსნა.
სხდომაზე გამოიძახეს ექსპერტი მალხაზ ჯოხაძე, ის სამხრაულის ექსპერტიზის ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსია. მან ჩაატარა ნიკა კაციას თმის ნიმუშზე ნარკოტესტირება. ამ მოთხოვნით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ადვოკატმა ნინო ლომინაძემ მიმართა.
მოწმე ამბობს, რომ მან აიღო თმის ნიმუში პენიტენციურ დაწესებულებაში, დალუქა ისინი და წაიღო კვლევაზე.
მოწმის თქმით, მას სჭირდებოდა ნებართვები პენიტენციურად, მათ შორის ხელსაწყოების შეტანაზე, რადგან ექსპერტიზა უნდა გაკეთებულიყო დახურულ დაწესებულებაში.
ადვოკატმა ექსპერტს დეკემბერში მიმართა და ექსპერტიზა თებერვალში ჩატარდა.
ნიკა კაცია ეკითხება მოწმეს, თუ ახსოვს, მისი სიტვები, როცა თქვა: სადაც არ უნდა ჩაატაროთ ეს ექსპერტიზა ჩვენი შედეგები ერთი და იგივე იქნებაო.
მოწმე ამბობს, რომ ზუსტად ეს სიტყვები არ ახსოვს, მაგრამ მის შინაარსს ადასტურებს.
ნუგზარ ჭიტაძე სვამს კითხვა, რამდენი ხანი ინახავს ნარკოტიკის კვალს თმის ნიმუში ექსპერტი ამბობს, რომ სამი თვე.
ამის შემდეგ ნუგზარ ჭიტაძეს აინტერესებს, შეიძლება თუ არა ეს კვალი ხელოვნურად წაიშალოს.
დიახო - აცხადებს მოწმე და ასახლებენს მიზეზებს: შამპუნი, საპონი, ცივი ამინდი და სხვა ქიმიური ჩარევა.
თუმცა დაამატა: „ასეთი ქიმიური ზემოქმედება ამ შემთხვევაში ვერ დავაფიქსირე".
პროკურორმა მოწმის დაკითხვა დაასრულა.
ფორუმი