Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა კაციას საქმე - ლაივბლოგი 12/08/2025)

ნიკა კაციას საქმეზე, რომელსაც ნარკოდანაშაულს ედავებიან, დაცვის მხარეს მოწმეების დაკითხვა ჯერ არ დაუსრულებია. დღეს დაიკითხებიან ექსპერტები.

13:21 12.8.2025

ექსპერტიზის დასკვნამ აჩვენა, რომ ნიკა კაციას სხეულში ნარკოტიკის კვალი არ აღმოჩნდა.

13:24 12.8.2025

- გამოიძახეს მეორე მოწმე, მარიამ ბახუტაშვილი. ისიც ექსპერტია. მოწმე ამბობს, რო არ იცნობს ბრალდებულს და არც პირადი ინტერესი აქვს.

კითხვებს სვამს ადვოკატი, ნინო ლომინაძე.

13:25 12.8.2025

„ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ თმის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება", - ამბობს ესპერტი და აცხადებს, რომ ექსპერტიზის პროცესი შეუფერხებლად წარიმართა, მათ შორის ნიმუშის[თმის] აღება.

13:26 12.8.2025

მოწმის თქმით, სისხლი ინახავს ინფორმაციას ყველაზე ცოტა ხნით, რამოდენიმე საათით - მაქსიმუმ ერთი ორი დღის განმავლობაში

შარდი ინახავს შედარებით დიდხანს, სამი კვირის განმავლობაში

თმა ინახავს ყველაზე დიდხანს რამოდენიმე თვიდან წლების განმავლობაში. სწორედ თმის კვლევა ჩაუტარდა კაციას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG