Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (14/08/2025)

⚖️ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლე ვის ეტაპზე გადავიდა რუსეთის მოქალაქეების, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმე 👨‍⚖️ დღეს ბრალდებულები დაიკითხებიან. 🔸 ზინოვკინა-გრიბულს ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან. მათ მიაჩნიათ, რომ პროევროპული აქციების მხარდაჭერისთვის ისჯებიან

11:26 14.8.2025

დაცვის მხარე იწყებს ბრალდებულების დაკითხვას, პირველი ანასტასია ზინოვკინაა.

ერთ-ერთი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე დარბაზში ზის, ადვოკატებისთვის განკუთვნილ მაგიდასთან მისი ადგილი აღარაა.

11:24 14.8.2025

ადვოკატი სთხოვს მოსამართლეს უფლება მისცეს ბრალდებულებს დატოვონ ბრალდებულებისთვის განკუთვნილი შუშის კაბინა და მოწმის ტრიბუნასთან დაკითხონ. ნინო გალუსტაშვილი მტკიცედ წინააღმდეგია.

მისგან განსხვავებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ უფლება მისცა რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს ანტონ ჩეჩინს [ისიც ნარკოდანაშაულისთვისაა დაკავებული] დაკითხვისას დაეტოვებინა ბრალდებულებისთვის განკუთვნილი სივრცე და ჩვენება მოწმის ტრიბუნასთან ბადრაგების მეთვალყურეობით მიეცა.

11:22 14.8.2025

5 წუთიც კი არ დასჭირდა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას.

11:18 14.8.2025

დამსწრეები სხდომათა დარბაზში უკვე შეუშვეს. პარალელურად პოეტ ზვიად რატიანის წინასასამართლო სხდომა იწყება. მათგან ერთი კედელი გვყოფს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG