Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (14/08/2025)

⚖️ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლე ვის ეტაპზე გადავიდა რუსეთის მოქალაქეების, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმე 👨‍⚖️ დღეს ბრალდებულები დაიკითხებიან. 🔸 ზინოვკინა-გრიბულს ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან. მათ მიაჩნიათ, რომ პროევროპული აქციების მხარდაჭერისთვის ისჯებიან

13:23 14.8.2025

ანასტასია ზინოვკინას დაკითხვა დასრულდა. მორიგი სხდომა 19 აგვისტოს 15:00-ზე გაიმართება. მომდევნო სასამართლოზე ბრალდებული არტემ გრიბული დაიკითხება.

13:22 14.8.2025

ანასტასია ზინოვკინას კითხვას უსვამს პროკურორი, ნუგზარ ჭიტაძე:

- რას საქმიანობთ?

[ადვოკატებს აცილება აქვთ, ფინანსური დანაშაული ხომ არ არისო, პროკურორის მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი შეკითხვაა, იმ ფონზე, რომ ბევრს მოგზაურობდნენ და იხდიდნენ ბინის ქირას]

ანასტასია პასუხობს: რამდენიმე თვე ჩემი ახალგაზრდა ყმაწვილის კმაყოფაზე გახლდით.

- როდის მუშაობდით პარლამენტში თანაშემწედ?

- დაახლოებით ერთი წლით ადრე, სანამ დამიჭერდნენ, დავეთხოვე სამსახურიდან.

- სახლში, საიდანაც ამოიღეს ნარკოტიკები, თქვენი საძინებელი იყო?

- დიახ.

- სახლში სტუმრებს იღებდით?

- ბინის მეპატრონე მოდიოდა ახალგაზრდა ბიჭებთან ერთად.

13:11 14.8.2025

კითხვაზე, ვის შეიძლება ჩაედო ნარკოტიკი, ანასტასია ზინოვკინა პასუხობს, რომ „ნარკოტიკების ჩადებაში ირაკლი მუხათგვერდელს აქვს მონაწილეობა მიღებული, თარჯიმან შორენა ტაბატაძეს და გამომძიებელ ემილ კუპრავას, ვვარაუდობ, რომ მონაწილეობა მიღებული აქვს კიდევ რამდენიმე პოლიციელს, რომლებიც ჩვენს ოქმებში არიან დაფიქსირებულები და რამდენიმე, რომლებიც ოქმებში არ არიან.

მე ამ მომენტისთვის ჩემი ვარაუდოს დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მაქვს".

12:59 14.8.2025

ადვოკატი აზუსტებინებს, რომელ პარტიას ემსახურებოდა, როცა პარლამენტში მუშაობდა. ის ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიას. მისი თქმით, ოპოზიციურია, მაგრამ საპარლამენტოა.

„ასე არ იყოფა - პუტინი და ნავალნი, რთული სტრუქტურაა", - ამბობს ანასტასია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG