სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება და ციხეში შესახლება:
„პირველ სასამართლოზე დავინახე არტემი, ყველაფერი წესრიგშია. პირველ სასამართლზე, რაც მე გავარკვიე იყო - სამუდამო პატიმრობა და ნარკოტიკი, ყოველგვარი წვრილმანების გარეშე. ესეთი სახით ჯდებოდა ინფორმაცია ჩემს თავში..
საინტერესო პირები იყვნენ ჩემს პირველ სასამართლოზე, პოლიციელები, ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ ნარკოტიკების განყოფილებაში, იქ იყო პოლიციელი, რომელსაც მანამდე შევხვდი მიტინგზე.
ჩვენ რუსთაველის ქუჩის მეზობელ ქუჩაზე ვიყავით და ტაქსით სახლში უნდა წავსულიყავით. როცა მიტინგებია ტაქსი ძალიან შორს გაურკვეველ ადგილას ჩერდება. არტიომს ეზარებოდა, შორს იყო ტაქსი. ის დაჯდა და ტელეფონზე დაიწყო საუბარი....მშობლებს ესაუბრა და ტელეფონზე თქვა: „აქ ჩვენ საქართველოში რევოლუციას ვახდენთო".
შემდგომ სამსახურზე დარეკა და ამ მომენტში მის გვერდით იჯდა პოლიციელი, სიგარეტს ეწეოდა და არტემს უყურებდა, სანამ არ ვუთხარი არტემს, რომ ადექი, მოვიდა ტაქსი. მე დავიმახსოვრე ამ ადამიანის სახე
როცა ციხეში მივყავდი, მითხრეს, რომ ციხეში მომკლადნენ, როგორც სააკაშვილს, ვიკითხე - როგორ? მპასუხობენ - მოგწამლავენ.
მე მას ვკითხე, რომ მასაც წამლავთ და მეც მომწამლავთ? მაპატიეთ ჩემი ბავშვურობა, მაგრამ საიდან უნდა ვიცოდე, მან არ მიპასუხა. როცა ამ პოლიციელებმა შემიყვანეს ქალთა ციხეში, თქვეს - შეხვდით ეს პოლიტპატიმარია. არა ის, რომ მე შევედი და განვაცხადე ეს, არამედ პოლიციელებმა წარმადგინეს".
ადვოკატი ეკითხება, მოჰყვეს რას საქმიანობდა საქართველოში:
„რუსეთში მიტინგებში მონაწილეობა 16 წლის ასაკიდან მიღებული მაქვს. მე ძალიან აქტიური პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიცია გამაჩნია...
მე მქონდა ჯარიმები მიტინგების გამო, იყო ბევრი რეპრესიული მომენტები, იყო მომენტები, როცა 24-საათი დაკავებულიც ვიყავი... სიმართლე გითხრათ, იქ არის დიქტატურა... სიმართლე გითხრათ არც ერთხელ იქ ჩემი დაჭერა უმიზეზოდ არ მომხდარა, იყო ისეთი მომენტები, როცა უკანონო მიზეზით მიჭერდნენ. მე ძალიან კარგად ვიცი კანონმდებლობა და ბოლო ხუთი წელი, კანონების კარგად ცნობის გამო, ჩემთვის ნარკოტიკი არ ჩაუდიათ. სიმართლე გითხრათ, დაკავების დროს პოლიციელები მე მეუბნებოდნენ, რომ შენ თვალს გადევნებენ რუსეთის მიტინგების გამო. ყველამ თავის ჩადენილი დანაშაულის გამო აგოს პასუხი, თუ მე მექნება ის ფაქტები, რომ რუსეთის მთავრობის დახმარებით ხდება ეს, დიდი სიამოვნებით საჯარო განცხადებას გამოვაქვეყნებ, მხოლოდ და მხოლოდ ეს ვარაუდის დონეზეა.
არ მაქვს საშუალება მათ ვკითხო, ვინ თხოვა მას ამის გაკეთება[გულისხმობს ე.წ. ჩადებას]
მე შემიძლია ორგანიზება გავუკეთო წინასაარჩევნო კამპანიას, ეს შრომატევადი და მძიმე სამუშაოა, ამის განხორციელება ერთ თვეში და ორ თვეში განხორციელება შეუძლებელია, მე საქართველოში ასეთი სამსახური არ მქონია. .. მე გახლდით მიტინგზე და ჩემი მოქმედება გამოხატული იყო იმაში, რომ სამედიცინო დახმარებას ვუწევდით ხალხს... უცხო ქვეყანაში მიტინგის ორგანიზება არ გამიწევია.
ამ პროცესის განმავლობაში მე ტყუილი არ მითქვამს, მე შემეშლო ჩემს სასარგებლოდ მეთქვა, რომ ნავალნის შტაბის წევრი ვიყავი, მე ვიყავი მასთან, პოლიტიკაზეც მისაუბრია, მაგრამ მე მისი შტაბის მსახური არ ვყოფილვარ. მე მაქვს ნაცნობობა ვერ ადამიანთან, ვინც პოლიტიკით არის დაკავებული, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამის გამო ჩემი თვალყური და დევნა არ ხდებოდა.
რუსეთში ჩემი ცხოვრების ბოლო ორი წელი, მე ძალიან მტკიოდა ზურგი, წელი, ვმუშაობდი პარლამენტში...არარეალურია, რომ პარლამენტის მომსახურე პირმა იმკურნალოს, რეპრესიებმა კი არ მაიძულა გავმგზავრებულიყავი, არამედ რუსეთში ცხოვრების გაუსაძლისობამ. მე ჯანმრთელობის პატარა პრობლემა მაქვს, კისრის მალა მაქვს გადაადგილებული...ახლაც ცუდად ვგრძნობ თავს და სიმართლე გითხრათ, მკურნალობის მიზნით მივდიოდი ლათინურ ამერიკაში, მე გალამაზება არ მიცდია, რაც არის ის ვთქვი,,, უფრო მიმზიდველი არ გამიხდია ჩემი თავი ვინმესთვის. შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, რომ პარლამენტში ვმუშაობდი, შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, რომ მიტინგებზე დავდიოდი, შეიძლება ვინმეს ის არ მოეწონოს, რომ არ მგონია რუსეთის მთავრობიდან. ვინმე მდევნიდეს და მითვალთვალებდეს. რუსეთის მთავრობაში ყველაფერი დაარქივებულია, თუ ისინი მითვალთვალებენ, ამასაც ვიპოვი, ჯერ არ მიპოვნია. მე არ დავიწყებ სიცრუის თქმას.., მე მაინტერესებს გავერკვიო, რა მოხდა".
ადვოკატი აზუსტებინებს, რომელ პარტიას ემსახურებოდა, როცა პარლამენტში მუშაობდა. ის ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიას. მისი თქმით, ოპოზიციურია, მაგრამ საპარლამენტოა.
„ასე არ იყოფა - პუტინი და ნავალნი, რთული სტრუქტურაა", - ამბობს ანასტასია.
კითხვაზე, ვის შეიძლება ჩაედო ნარკოტიკი, ანასტასია ზინოვკინა პასუხობს, რომ „ნარკოტიკების ჩადებაში ირაკლი მუხათგვერდელს აქვს მონაწილეობა მიღებული, თარჯიმან შორენა ტაბატაძეს და გამომძიებელ ემილ კუპრავას, ვვარაუდობ, რომ მონაწილეობა მიღებული აქვს კიდევ რამდენიმე პოლიციელს, რომლებიც ჩვენს ოქმებში არიან დაფიქსირებულები და რამდენიმე, რომლებიც ოქმებში არ არიან.
მე ამ მომენტისთვის ჩემი ვარაუდოს დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მაქვს".
ფორუმი