ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში:
ბრალდებული ჰყვება, რომ დაუსვეს კითხვები, რომელიც საქმეს არ უკავშირდებოდა.
„ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ დამელია ან მეჭამა... სიმართლე გითხრათ ძალიან მწყუროდა და როცა წყალი მაჩვენეს დალუქულ მდგომარეობაში და ყველაფერი წესრიგში იყო, დავთანხმდი, მომცეს ჭიქა, წყალი დამისხეს.... ჩემს გვერდზე ნაგვის ყუთი იდგა. მე ვსვამ წყალს, ვკუჭავ და მინდა სანაგვეში გადავაგდო, ის პოლიციელი, ვინც ჩემს გვერდით იდო, გაბრაზდა და მოკუჭული ჭიქა ხელიდან წამართვა: მე თვითონ გადავაგდებო... მე არ დამინახავს, რომ ჭიქა გადააგდეს, მე უბრალოდ დავინახე მამაკაცი, რომელმაც ჭიქა წამართვა, გავიდა ოთახიდან და წავიდა".
არტემი აგრძელებს ჩვენებას და ამბობს, რომ „ეს მოლაპარაკე ადამიანი შემდეგ აქ მოვიდა მოწმის სახით და ის ირაკლი მუხათგვერდელი იყო".
სწორედ ირაკლი მუხათგვერდელი დაადანაშაულა ანასტასია ზინოვკინამ სექსუალურ შევიწროვებასა და გაუპატიურების მუქარაში.
არტემმა არ იცის, სად წავიდა მისი ტელეფონი, ვარაუდობს, რომ გამომძიებელმა წაიღო. ის ამბობს, რომ დაკავებულის უფლებები მისთვის არავის გაუცნია. მისივე თქმით, გადავიდნენ პოლიციელები და სხვები ჩასხდნენ, ერთ-ერთი „ძალიან მოლაპარაკე იყო".
„ეტყობა ძალიან მოიწყინა, შემომიტრიალდა და მკითხა, რა დამოკიდებულება გაქვს პუტინთან, ვუთხარი, რომ ძალიან ცუდი, მან ძალიან აგრესიულად გამოხატა გინებით თავისი აზრი, თუ რას ფიქრობდა ჩემზე. ისევ მკითხა, რატომ მქონდა ცუდი განწყობა და მე მას დავუწყე მოყოლა, მან ხელი ჩაიქნია და თქვა - კარგი, არ გცემ და ამის შემდეგ, სულ მესაუბრებოდა.
ამ თემის შემდეგ პირველი კითხვა დამისვა ვეწევი თუ არა ბალახს. მე მას ვუთხარი, რომ არა, თუმცა არ დამიჯერა, ვუთხარი, რომ არაფერს მოვიხმარ და არ ვსვამ, რამდენიმე წუთის შემდეგ ისეთი მიმიკა მიიღო, რისი გათამაშებაც არ შეიძლება.. განტვირთვას მაშინ როგორ აკეთებთ, წარმოუდგენელიაო...ვუთხარი, რომ როცა ცუდ ხასიათზე ვარ კომპიუტერში ვთამაშობ.. მერე დაიწყო საუბარი - რას ვთამაშობდი კომპიუტერში და ასე მივედით განყოფილებაში".
ის ამბობს, რომ ოქმზე ხელმოწერაზე უარის თქმის შემდეგ, თარჯიმანი მოითხოვდა, რომ აუცილებლად მოეწერა ხელი. მას ახსოვს, რომ ნარკოტიკები, სადაც მოათავსეს, ის პაკეტი დალუქული არ იყო და გვერდით იდო.
ფორუმი