Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (19/08/2025)

გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს დაიკითხება ბრალდებული არტემ გრიბული. ზინოვკინა-გრიბულს ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან. მათ მიაჩნიათ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

14:23 19.8.2025

იქამდე, სანამ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი სხდომას გახსნის, წაიკითხეთ სტატია, რომელიც ანასტასია ზინოვკინას სასამართლოში დაკითხვის შემდეგ მოვამზადეთ.

14:25 19.8.2025

ანასტასია ზინოვკინა უკვე დაიკითხა, დღეს არტემ გრიბული უპასუხებს მხარეების კითხვებს.

14:27 19.8.2025

ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს ერთად დააკავეს. საქართველოს პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ სახლში და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკი ალფა-პვპ უპოვეს. საქართველოს კანონმდებლობა ამ დანაშაულისთვის უვადო პატიმრობას, ან უკეთეს შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ციხეს ითვალისწინებს.

ანასტასია და არტიომი ბრალს არ აღიარებენ და ცდილობენ სასამართლოში დაამტკიცონ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი „ჩაუდო“. დაკავებულები ამბობენ, რომ მათ თბილისში ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სჯიან.

14:30 19.8.2025

„გთხოვთ აბრძანდეთ“, - ამბობს სხდომის მდივანი, შემოდის მოსამართლე და შემოყავთ ბრალდებულებიც. ჯერ ანასტაია, შემდეგ არტემი. სხდომა გაიხსნა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG