ბრალდებულებმა ანასტასია ზინოვკინამ და არტემ გრიბულმა მისი ადვოკატის, გელა ქენქაძის აცილება მოითხოვეს. ადვოკატმა სხდომა დატოვა.
განხილვა გაგრძელდა.
იწყება არტემ გრიბულის დაკითხვა. მან სამოქალაქო ფიცი დადო და ამბობს: „მხოლოდ სიმართლეს მოგახსენებთ".
პირველი კითხვებს დაცვის მხარე დასვამს, რადგან ბრალდებული თავისთავად, დაცვის მხარის მოწმეა და არა ბრალდების.
არტემ გრიბულის თქმით, 2024 წლის 17 დეკემბერი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, რაც ნიშნავს ადგომას და სამუშაო გამიდასთან დაჯდომას. მისი ცნობით, 17 დეკემბერს ბინის მეპატრონისთვის ქირა უნდა გადაეხადათ, რომელცი დღის ოთხი საათისთვის უნდა მოსულიყო. ბინის გადასახადი ბანკიდან უნდა გამოეტანა ანასტასიას და ის ამ მიზნით ბინიდან გავიდა.
არტემის მონაყოლის თანახმად, ბინის მეპატრონე ქალი მართლაც მოვიდა, გაუღეს კარი და შეიპატიჟეს, რადგან მასთან „საკითხები ჰქონდათ გასავვლელი". მას შეატყობინეს, რომ „საქართველოს ტოვებდნენ და ეს იყო მათი ბოლო გადასახადი".
არტემის თქმით, ლათინურ ამერიკაში მიდიოდნენ. ამის გარდა, ბინის მეპატრონეს საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ჰკითხეს.
„ჩვენ ერთ აზრზე დავრჩით სამივე, რომ საქართველომ კურსი შეიცვალა".
არტემმა და ანასტასიამ ჰკითხეს ბინის მეპატრონეს, დადიოდა თუ არა აქციებზე, რაზეც პასუხად მიიღო, რომ „თუ ასე გაგრძელდებოდა, გავიდოდა აქციაზე".
არტემის თქმით, მუშაობა გააგრძელა და რაღაც დროის შემდეგ ანასტასიასთან ერთად მაღაზიაში წასვლა განიზრახა, რომელიც საბურთალოს სითი მოლში იყო.
„მოვიცვი მსუბუქი მწვანე ფერის ქურთუკი, არ ვაპირებდი ქუჩაში დიდი დროის გატარებას. თბილი კურთუკი თეთრი ფერის მაქვს და ამ ქურთუკით საქართველოში მხოლოდ იმ დროს დავდიოდი, როცა საპროტესტო აქციებს ვესწრებოდი...
ძალიან საინტერესოა, რომ პოლიციელები რომლებიც აქ მოდიოდნენ ამბობდნენ, რომ მე მეცვა თეთრი ქურთუკი, ვვარაუდობ, რომ პროკურორმა მას აჩვენა პროტესტის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც მე თეთრი ფერის ქურთუკი მაცვია და ეს დაამახსოვრდათ", - აცხადებს არტემი.
არტემის ჩვენების თანახმად, სახლიდან 17 საათსა და 20 წუთზე გამოვიდნენ. იქამდე სანამ ტაქსიში ჩასხდებოდნენ და სითი მოლისკენ წავიდოდნენ ორი ნაბიჯის მაღაზიაში შესვლა გადაწყვიტეს, იყიდეს სიგარეტი და შოკოლადის რძე, ამ დროს ბოლტის აპლიკაციით ანასტასიას უკვე გამოძახებული ჰყავდა ტაქსი.
„როცა ანასტასიამ მოუკიდა სიგარეტს მან მიიღო შეტყობინება, რომ ტაქსი მოვიდა... იქ ბევრი მანქანა იყო და ძნელად გაირჩეოდა, რომელი იყო ჩვენი ტაქსი, დრო იყო 17:20, 17:30....", - ამბობს არტემი.
მისივე თქმით, ტაქსის მარტივად მოსაძებნად გაიყვნენ და სხვადასხვა მხარეს წავიდნენ.
ფორუმი