„საკანონმდებლო დეფინიცია გვაძლევს განმარტებას, რომ აღნიშნულ ქმედებაში მონაწილეობის მიღება, მაშინ ჩაითვლება დანაშაულად თუ აღნიშნული ორგანიზებულია, გამოკვეთილია ხელმძღვანელი ან ორგანიზატორი და შესაბამისად, მასში მონაწილეობა.
უდავოა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისთვის აღნიშნული დანაშაული ჩადენილი უნდა იქნას განზრახ, რაც გულისხმობს იმას, რომ ბრალდების მხარემ უნდა დაადასტუროს მონაწილის განზრახვა, ანუ ცოდნის, ნებელობისა და მითითების შესრულების კომპონენტი", - ამბობს ის.
ადვოკატი, აიჰან ჰასანლი ბრალდებაზე საუბრით ხსნის დასკვნით სიტყვას და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომელმაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა უნდა დაადასტუროს.
ის ამბობს:
„ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა გამოიხატება არეულობის ადგილის შერჩევაში, არეულობის დროისა და მისი ჩადენის ხერხის განსაზღვრაში, არეულობის დროს ჯგუფისთვის მითითების მიცემაში, თუ კონკრეტულად რა ქმედება უნდა ჩაიდინონ მათ; მოწოდებაში, არ შეწყვიტონ ძალადობა და ა.შ. ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა გულისხმობს რიგით მონაწილეობას.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარის მიერ ორგანიზატორებად მიჩნეულ პირები, ახალოციელებდნენ, სწორად ხსენებული ხასიათის ქმედებებს.
შესაბამისად, უდავოა, რომ თავად ბრალდების მხარეს მტკიცებით, იმისათვის, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება იყოს სახეზე, სახეზე უნდა იყოს ორგანიზებული ჯგუფი, ამ ჯგუფის წევრებს შორის ნაცნობობა, ერთმანეთთან კავშირი, განხორციელებული ქმედების ორგანიზებული ხასიათი; ქმედებების ვინმეს მითითებით შესრულების ფაქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, წადგენილი კვალიფიკაცია ვერ იქნება სახეზე".
დასკვნით სიტყვას პირველი ამბობს ინსაფ ალიევის ადვოკატი, აიჰან ჰასანლი.
სხდომა გაიხსნა
ფორუმი