დღეს ადვოკატები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. უკვე მზად არიან. შემდეგ სხდომაზე მხოლოდ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი გეგმავს დასკვნითი სიტყვის თქმას. დანარჩენებს დღეს მოვისმენთ.
[დარბაზში ჩაგვიშვეს, თუმცა ჯერ არც ბრალდებულები შემოუყვანიათ და არც მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი ჩამოსულა]
სხდომის დაწყებამდე ბრალდებულ ინსაფ ალიევთან მისი მცირეწლოვანი შვილი მიჰყავთ. შეხება, რა თქმა უნდა, აკრძალულია. ალიევი შორიდან უყურებს შვილს.
შემოდის მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი, ყავით ხელში, პირბადე უკეთია.
სხდომა გაიხსნა
ფორუმი