გამოცხადდა შესვენება, რომლის დასრულების შემდეგაც დასკვნით სიტყვებს იტყვიან:
1. ნინო ლომინაძე, თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატი
2. შოთა თუთბერიძე, გიორგი გორგაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატი
3. რევაზ აჭარაძე, ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი
ადვოკატი ამბობს, რომ დასასრულისკენ მიდის და ამბობს: სამართალი არის სიკეთისა და სამართლიანობის ხელოვნება...[ამონარიდი დიგესტებიდან] მე პროფესიულად, ადამიანურად, ქრისტიანულად გთხოვთ მიიღოთ გამამართლებელი განაჩენი, როგორც ვეფხიას ისე სხვა ბრალდებულებთან მიმართებით".
კახა კოჟორიძემ სიტყვით გამოსვლა დაასრულა.
კახა კოჟორიძე ამბობს:
„მე არ ვცდილობ დაგარწმუნოთ, რომ ვეფხია კასრაძე უდანაშაულოა, ეს იმდენად ნათელია, არ ვფიქრობ, რომ კვალიფიციურ იურისტს კითხვის ნიშანი გაუჩნდეს, არის თუ არა ამ საქმეში საკმარისი საფუძველი ვეფხია კასრაძის დამნაშავედ საცნობად...
მე მაქვს კითხვა - გაბედავს მოსამართლე და იქნება ობიექტურად მიუკერძოებელი, რომ განაჩენში გადაიტანოს და თქვას, რომ ამ საქმეში მტკიცებულება არ არის და დამნაშავედ ვერ ვცნობ, ამაზე მაქვს მე კითხვის ნიშანი...
მე რომ მოსამართლე ვიყო, უფრო შორსაც წავიდოდი, აბსურდია გამამტყუნებელი განაჩენი, გამამართლებელ განაჩენშიც დავწერდი, ეს ქმედებები რომც დადასტურდეს ფაქტობრივად, ვერც ერთ იმ ადამიანს, რომელსაც დაუდასტურდებოდა ეს ქმედებბეი, რასაც ედავებიან, მე დამნაშავედ არ ვცნობ და გამოვიყენებდი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლს, უკიდურეს აუცილებლობაზე.
ამ მუხლში გვიწერია, რომ სამართალი უნდა იყოს დაცული კანონის ძალით და ეს ასე თუ არ არის, ადამიანს. შეუძლია ჰქონდეს აჯანყების უფლება. ამ აქციაზე მყოფი ადამიანები ასაჯანყებლად არ იყვნენ შეკრებილები, როცა შენ ხარ ქვეყნის მოქალაქე, გაქვს კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციის შეთანხმების რიგითი მოქალაქე ხარ და გაქვს ამ კონსტიტუციაში 78-ე მუხლი, მერე უცებ ერთ მშვენიერ დღეს, თუმცა სულაც არ იყო ის დღე მშვენიერი, გამოდის პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ ჩვენ ვაჩერებთ ევროინტეგრაციას, ამ დროს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს აღშფოთების და პროტესტის გამოხატვის უფლება, მეც ვიყავი აქციაზე...
გამოდიან აქციაზე და რას ხედავენ? მოქალაქე, რომელიც კონსტიტუციური უფლებით სარგებლობს არის მსხვერპლი, პოლიციელების მხრიდან ძალადობრივი სცენის, ჩაგვრის, არ ეძლება კონსტიტუციური უფლების გამოხატვა, ადამიანს უჩნდება წინააღმდეგობის სურვილი, რომ შეეწინააღმდეგოს ამას..
თუ მოსამართლე ეტყვის ხელისუფლებას, რომ შენ თუ ასე იქცევი როგორც იქნები, მე იმ ადამიანს, ვინც შეგეწინააღმდეგება, დამნაშავედ არ გამოვაცხადებ, ეს იქნება სასამართლოს სწორი პოზიცია, ძალაუფლების დანაწილების სახელმწიფო შტოებს შორის ილუსტრაცია.
რატომ შეარქვა ადამიანებმა ამ ხალხს სინდისის პატიმრები? - ხალხი და საზოგადოება მიიჩნევს, რომ ყველა მოქალაქის პოზიცია იმ ვითარებაში, რაშიც ჩავარდით, არის ის, რომ მოქალაქეობრივი წინააღმდეგობა გავწიოთ იმაზე, რაც ხდება.. რა განაჩენიც არ უნდა გამოაცხადოთ, მათ თავისი ომი უკვე მოგებული აქვთ, ციხეში წასვლა ვერ შეაშინებთ, ვეფხია კასრაძეს ომში აქვს გატარებული წლები, ის ციხეში გააგრძელებს ბრძოლას, თუ იქამდე სამაჩაბლოში იბრძოდა.. ის არჩევნენებშიც იყო ჩართული, მაგრამ იარაღი კი არ აუღია, იარაღი ჰქონდა მტრის წინააღმდეგ აღებული, საკუთარი სასამართლოსგან ის ელოდება სწორი პოზიციის მიღებას და უნდა, რომ იმ სიმართლემ გაიმარჯვოს, რა სიმართლითაც ეს ადამიანი იდგა, იმ აქციაზე, სადაც იდგა".
„არც ერთ მტკიცებულებაში ეს კაცი ირიბათაც ნახსენები არ არის და ამ მოცემულობაში უნდათ ვეფხია კასრაძე მინიმუმ ექვსი წლის ვადით ციხეში გაუშვან", - ამბობს ადვოკატი და საუბარს, ზიანზე საუბრით აგრძელებს.
ფორუმი