Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ზინოვკინა-გრიბულის საქმე
ზინოვკინა-გრიბულის საქმე

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (01/09/2025)

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოსამართლეების ანასტასია ზინოვკინას და არტემ ბრიგულის ადვოკატების დასკვნით სიტყვებს მოისმენს დღეს სასამართლო. ადვოკატები: შოთა თუთბერიძე, დარია სამოდუროვა სხდომას სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.

11:30 1.9.2025

დარია სამოდუროვას თქმით, პოლიციის სპეციალური ელექტრონული პროგრამიდან ამოღებული ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის პირადი მონაცემები ამოღებულია ემილ კუპრავას მიერ, რაზეც მიუთითებს „კორექტორით, უნიჭოდ დაფარული მომხმარებლის სახელი და პოლ.ჯის მომხმარებლის ინდივიდუალური კოდი 55669".

„საქმეში არ არის პოლიციის სპეციალური ელექტრონული ბაზის დათვალიერების ოქმი. პოლიციის სპეცალური ელექტრონული პროგრამიდან ამოღებული ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის პირად მონაცემებზე მომხმარებლის ვინაობის, ბეჭვდის თარიღის და დროის წაშლით გამომძიებელმა ემილ კუპრავამ შეეცადა შეცდომაში შეეყვანა როგორც სასამართლო ისე დაცვის მხარე.

აღნიშნული ინფორმაციით დადგინდებოდა, როდის და რომელ საათზე ცკპდს ჰქონდა ინფორმაცია გრიბულის და ზინოვკინას შესახებ. რამდენად უსწრებდა ის დრო ბრალდებულების პირადი ჩხრეკის დაწყების დროს. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ არტემ გრიბულის მონაცემებზე ემილ კუპრავამ სიჩქარეში კარგად ვერ დაფარა ბეჭვდის დრო 23:07. აღნიშნული ცხადჰყოფს რომ ბრალდებულებზე ინფორმაციას ცკპდ ფლობდა ან 17 დეკემბრამდე ან მართლაც უთვალთვალებდნენ".

11:29 1.9.2025

პირველი - 2024 წლის 17 დეკემბრის ჯემალ მირაზაშვილის გამოკითხვის ოქმი.

ადვოკატი ამბობს:

„საქმის ნომრად მითითებულია 0091712240014, ნაცვლად 009171224001.
გამოკითხა გამომძიებელმა არჩილ ნაცვლიშვილმა 17:54 წუთზე დაიწყო გამოკითხვა 17:59 დასრულდა გამოკითხვა. გამოკითხვის ოქმში ზუსტად არ წერია იმ პირის ვინაობა ვინც არის გაფრთხილებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე.

ოქმის ბოლოში დაბეჭდილია „ოქმი დაწერილია ჩემი კარნახით წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს.“ აღნიშნული წინადადება არ არის დაწერილი ჯემალ მირაზანაშვილის ხელით, რაც ბადებს ეჭვს გამოკითხვის ოქმის შემდგენზე. გვაქვს ორი ვარიანტი, ან ჯემალ მირაზანაშვილმა თავად გამოკითხა თავისი თავი და არჩილ ნაცვლიშვილს შემდეგ ხელი მოაწერინა, ან არჩილ ნაცვლიშვილმა თავისი ინიციატივით შეადგინა გამოკითხვის ოქმი, თვითონვე დაადასტურა მისი სისწორე და შემდეგ ხელი მოაწერინა ჯემალ მირაზანაშვილს. დადგენილი დოქტრინის თანამხმად გამოკითხვის ოქმის დასრულების შემდეგ ხელით განხორციელებული წარწერა „ოქმი დაწერილია ჩემი კარნახით წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს.“ არის ოქმის ავთენტიკურობის დამადასტურებელი ერთ-ერთი ელემენტი. აღნიშნული ხელწერით დგინდება რომ ნამდვილად გამოკითხულია გამოსაკითხი პირი და საქმე არ გვაქვს გამომძიებლის თვითნებობასთან".

11:28 1.9.2025

ადვოკატი ამბობს,რომ სანამ საქმის შინაარსობრივად განხილვას დაიწყებს, სასამართლოს ყურადღება უნდა გაამახვილებინოს „იმ დაუშვებელ მტკიცებულებებზე, რაც კანონის არსებითი დარღვებით საგამოძიებო უწყების მიერ არის მოპოვებული და შედგენილი".

11:26 1.9.2025

საქართველოში: „საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ არტემ გრიბული და ანასტასია ზინოვკინა არ დარჩნენ გულგრილები განვითარებული პოლიტიკური მოვლენებისადმი. ისინი გავიდნენ აქციებზე. დაკავების შემდეგ ორივეს გასაგებად და ხაზგასმით უთხრეს რომ სწორედ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო არიან დაკავებულები. ცკპდ-ს თანამშრომლებს ასევე ჰქონდათ ვარაუდი რომ ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული არიან საპროტესტო აქციების ორგანიზატორები. ალბათ გუგლში მათ შესახებ ამოკითხული ინფორმაციით ხელმძღვანელობდნენ. თუმცა ზინოვკინამაც და გრიბულმაც გასაგებად აუხსნეს რომ არ იციან ქართული ენა და ენის ბარიერით შეუძლებელია საქართველოში საპროტესტო აქციის დაორგანიზება".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG