Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ზინოვკინა-გრიბულის საქმე
ზინოვკინა-გრიბულის საქმე

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (01/09/2025)

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოსამართლეების ანასტასია ზინოვკინას და არტემ ბრიგულის ადვოკატების დასკვნით სიტყვებს მოისმენს დღეს სასამართლო. ადვოკატები: შოთა თუთბერიძე, დარია სამოდუროვა სხდომას სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.

11:46 1.9.2025

ადვოკატისთვის საეჭვოა გარემოება, რომ არჩილ ნაცვლიშვილს ახსოვს მცირე დეტალები, რომელიც რთულად ამახსოვრდება ადამიანს, თუმცა არ ახსოვს ვის მიაწოდა ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ, ვინ გაემარტა ადგილზე, სად იმყოფებოდა ემილ კუპრავა იმ დროს.

„ლოგიკურია, თუ 6 თვის შემდეგ ადამიანს ახსოვს ინდივიდუალური საქმის ნომერი, საქმის ყველა დეტალი უნდა ახსოვდეს მათ შორის ყველა ის საგამოძიებო მოქმედება რაშიც მიღებული აქვს მონაწილეობა.

არჩილ ნაცვლიშვილმა გამოიყენა ის სტანდარტული ფრაზა, რომელსაც იყენებენ საქმის ფალსიფიცირებისას „თუკი რამე დოკუმენტზეა ჩემი ხელმოწერა ვადასტურებ რომ ცემს მიერ არის შესრულებული.“ არ არის გამორიცხული რომ ამ საქმეში არაერთი საპროცესო დოკუმენტი აქვს შექმნილი არჩილ ნაცვლიშვილს მიერ, თუმცა ვისი სახელით ქმნიდა არ ახსოვს და თავი გადაიზღვია", - ამბობს სამოდუროვა.

11:47 1.9.2025

ადვოკატისთვის უცნაური დამთხვევაა, რომ ყველა დეტექტივი, ვისი გვარიც საქმეშია, ჩხრეკის ადგილიდან ძალიან ახლოს იყო, „ფაქტობრივად მეზობელ ქუჩაზე".

„სახელდობრ, ცკპდ-ს დეტექტივები ლუკა ფოლადაშვილი, ირაკლი მუხადგვერდელი და თამარ ძნელაძე იმყოფებოდნენ ცინცაძის ქუჩაზე. თარჯიმნები ანაიდა საფარიანი, შორენა ტაბატაძე გამომძიებლებთან ემილ კუპრავასთან და ბაქარ ლებანიძესთან ერთად ვაჟა ფშაველას გამზირზე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ლობიანებს მიირთმევდნენ. უცნაური დამთხვევაა რომ საქმეში მონაწილე ყველა პირი ფაქტობრივად მეზობელ ქუჩებზე იმყოფებოდნენ", - აცხადებს ადვოკატი.

11:50 1.9.2025

მოწმე - ირაკლი მუხათგვერდელი.

დაცვის მხარის აზრით, მოწმე ირაკლი მუხადგვერდელის დაკითხვამ ამ საქმეში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მისი ჩვენების თანახმად, შეაჩერა და გაჩხრიკა არტემ გრიბული.

ადვოკატის თქმით, ირაკლი მუხადგვერდელმა ხაზგასმით აღნიშნა რომ არტემ გრიბულს ქუჩაში არანაირი წინაამღდეგობა არ გაუწევია, ხოლო მანქანაში როდესაც გაიგო რომ ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო დაიწყო წინაამღდეგობის გაწევა, თუმცა ხელი არც არავის არ მოხვედრია და არავინ არ დაზიანებულა.

11:52 1.9.2025

ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოში დაკითხვისას ირაკლი მუხათგვერდელმა რამდენჯერმე შეცვალა თავისი ჩვენება, რაც მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და გაზიარებული არ უნდა იყოს:

„ირაკლი მუხადგვერდელი ჩვენება იყო არათანმიმდევრული ურთიერთ საწინაამღდეგო და გამომრიცხავი. იმის გათვალისწინებით რომ რამდენიმე წამიან ინტერვალში მუხადგვერდელს ავიწყდებოდა რა ისაუბრა და კატეგორიულად უარყოფს".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG