Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ზინოვკინა-გრიბულის საქმე
ზინოვკინა-გრიბულის საქმე

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (01/09/2025)

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოსამართლეების ანასტასია ზინოვკინას და არტემ ბრიგულის ადვოკატების დასკვნით სიტყვებს მოისმენს დღეს სასამართლო. ადვოკატები: შოთა თუთბერიძე, დარია სამოდუროვა სხდომას სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.

12:11 1.9.2025

„დაბურული მინების მქონე მანქანაში პირის მოთავსება გაკავება, დაშინება და შემდეგ მისთვის ნარკოტიკის ჩადება გაცილებით კონფორტულია, - ამბობს ადვოკატი.

12:12 1.9.2025

ადვოკატის თქმით, ვერც ერთი თარჯიმანი ვერ ჩაითვლება ნეიტრალურ მოწმედ შემდეგ გარემოებათა გამო:

1.საქმეში არ გვაქვს თარჯიმნის, განზრახ არასწორი/არასრული თარგმნისთვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილების ოქმი.

2.საქმეში არ გვაქვს რუსული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

3.საქმეში არ გვაქვს შორენა ტაბატაძესა, ანაიდა საფარიანს და შპს „ინტელექტმარკეტს“ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება.

4.საქმეში არ დევს ცკპდ-ს მიმართვა შპს „ინტელექტმარკეტს“ თარჯიმნის მოთხოვნის თაობაზე.

5.ვინაიდან ბრალდებულები არ ფლობენ ქართულ ენას თარჯიმნის მოწვევის აუცილებლობა დადგა, შესაბამისად თარჯიმნად მიიყვანეს დაახლოებული პირები, რომელიც თვალს დახუჭავდა სამართალდამცველების უკანონო ქმედებებზე.
6.შორენა ტაბატაძე, ღიად გამოხატავს თავის სიმპათიას ცკპდ-ს თანამშრომლების მიმართ.

12:17 1.9.2025

12:15 - ბინის ჩხრეკის ეპიზოდი - ადვოკატიც თქმით, აქაც წინააღმდეგობებია ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელების ჩვენებებს შორის. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოა, რომელიც საქმეში დევს. ადვოკატის თქმით, ჩხრეკა ზერელედ და ზედაპირულად ჩატარდა:

„ვიდეო გადაღება იწყება არა სადარბაზოდან არამედ ბინის მისაღები ოთახიდან".

„ჩხრეკა მიმდინარეობდა ზედაპირულად. არ იქნა შემოწმებული კარადების ზედა თაროები, ზერელედ დათვალიერდა სამზარეულო. ბინას აქვს 5 აივანი და არც ერთი მათგანი არ იქნა დათვალიერებული".

„ბინის ჩხრეკა იმდენად ზედაპირულია რომ პოლიციის თანამშრიმლებმა ბინაში ვერ იპოვეს 2 დიდი კატა. შთაბეჭდილება იქნმნებოდა თითქოს პოლიციისთვის ცნობილი იყო სად იდო ის რასაც ვითომ ეძებდნენ".


12:19 1.9.2025

ადვოკატი აცხადებს, რომ კითხვები აქვს ამოღებულ სასწორზეც, რომელზეც პროკურორის თქმით, ნარკოტიკის კვალი იყო.

„ვიდეოზე ჩანს რომ სასწორს არ აქვს სახურავი, მტკიცებულებების გამოკვლევისას პროკურორმა მოგვიტანა სახურავიანი სასწორი", - ამბობს ადვოკატი, დარია სამოდუროვა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG