Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ზინოვკინა-გრიბულის საქმე
ზინოვკინა-გრიბულის საქმე

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (01/09/2025)

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოსამართლეების ანასტასია ზინოვკინას და არტემ ბრიგულის ადვოკატების დასკვნით სიტყვებს მოისმენს დღეს სასამართლო. ადვოკატები: შოთა თუთბერიძე, დარია სამოდუროვა სხდომას სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.

13:17 1.9.2025

შოთა თუთბერიძემ დასკვნითი სიტყვის ფინალური ნაწილი „Scottsboro Boys trial“-ს მიუძღვნა:

„ასი წლის წინ, ერთმა შავკანიანი ამერიკელმა პოეტმა, ლენგსტონ ჰიუზმა ერთტაეპიანი ლექსი დაწერა, რომელიც იმედგაცრუებული ადამიანის ლექსია. ლექსი ეხება „Scottsboro Boys trial“, როცა შავკანიანი თინეიჯერები ორი თეთრკანიანი ქალის გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს.

იმის მიუხედავად, რომ მყარი მტკიცებულება არ არსებობდა და ბრალდებულების უდანაშაულობა ყველასთვის ცხადი იყო, ნაფიცმა მსაჯულებმა, რომლებშიც ყველა წევრი თეთრკანიანი იყო, ისინი გამტყუნეს და რვა მათგანი სიკვდილით დაისაჯა.

ეს საქმე და პროცესი სამართლის მნიშვნელოვანი გაკვეთილია მან უდიდესი გავლენა მოახდინა სამართლის შემდეგ განვითარებაზე.

ჰიუზის ამ პატარა ლექსის პროფესიული თარგმანი, სამწუხაროდ, არ არსებობს, თუმცა, უხეშად, ის ასე ჟღერს:

„სამართალი რომ ბრმაა ქალღმერთი,
ეს, ჩვენ, აქ, ყველამ მშვენივრად ვიცით,
მისი სახვევი კი ფარავს წყლულებს,
რომლებიც იყვნენ თვალები მისი.“

პატივცემულო მოსამართლევ, ქალბატონო ნინო, მიუხედავად იმისა, რომ თემიდას თალებზე სახვევი აქვს გაკეთებული, ვიცით, რომ წყლულებზე არ არის გადაფარებული.. ეცადეთ თვალები არ დაიბრმავოთ... ათასჯერ რომ მომიწიოს ამ დარბაზში თქვენთან შეხვედრა და ათასჯერ მოთხოვნა სამართლიანი განაჩენის ამას ათასჯერ გავაკეთებ და იმედი მექნება, რომ ბოლო ჯერზე მაინც შეძლებთ ამის გაკეთებას.. გთხოვთ, თქვენი მეგზური იყოს კანონი, რწმენა და დასაბუთებული განაჩენის სტანდარტი...თქვენგან, მიუხედავად არაერთი იმედგაცრუებისა, სანამ მოსამართლის მანტია გმოსავთ, ველით სამართლიან, კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას".

შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა დასრულებულია.

13:19 1.9.2025

რეპლიკის უფლებით ისარგებლა პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ. ის ამბობს, რომ შსს-ს ბაზაში ვინაობების მოძიების ამსახველი დოკუმენტი ფურცელი, არ არის მტკიცებულება, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს დაცვის მხარე. ის არ ეთანხმება, რომ ამ ფურცელზე რაიმე არის წაშლილი. პროკურორს მიაჩნია, რომ ეს ვარაუდია და არა ფაქტი.

13:20 1.9.2025

პროკურორის თქმით, საცხოვრებელი სახლის კარი გააღო თავად სახლის მფლობელმა და არავის ჰქონდა ინტერესი და მოტივაცია, რომ ბრალდებულებისთვის ნარკოტიკი ჩაედოთ.

13:22 1.9.2025

პროკურორის თქმით, დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ თარჯიმნების სანდოობაში სასამართლომ ეჭვი შეიტანოს, მხოლოდ „ნაცნობობა საკმარისი საფუძველი არ არის".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG