საბა სხვიტარიძე იწყებს საქმის გარემოებების განხილვას, აცხადებს, რომ უკანონოდ თავისუფლება ზესტაფონისკენ გზაზე აღუკვეთეს", ამის შემდეგ მიმოიხილავს ქორთიარტ მერიოტთან განვითარებულ მოვლენებს გასული წლის 4 დეკემბერს.
„ეს იყო ტიტუშკების თავდასხმა დემონსტრანტებზე.... პროკურატურის ვიდეოში კი ამოჭრილია კონტექსტი.. სხვადასხვა რაკურსით გადაღებულ ვიდეოში, არ ჩანს, რომ მე ჯოხისმაგვრაი ნივტი მიჭირავს, კადრებში ჩანს, რომ ვარ მშვიდად და მშვიდად მივდივარ".
მისივე განცხადებით, ბრალდება მოიყვანა მოწმეები, რომლებიც მირიან ქავთარაძის დაქვემდებარებაში არიან და ერთ განყოფილებაში მუშაობენ, ამიტომ მათი ჩვენებები ობიექტურად ვერ ჩაითვლება".
ის ამბობს, რომ მოწმეებს გამოკითხვის ოქმებში ერთნაირი შეცდომების კი აქვთ დაშვებული. მაგალითად, ქორთიარტ მარიოტის ნაცვლად თბილისი მარიოტს წერენ.
„არ ვაპირებ დავუჩოქო რეჟიმს, გთხოვთ იყავით ძლიერები", - ამბობს საბა სხვიტარიძე და აცხადებს, რომ მან იცის „გადაწყვეტილებები ამ შენობაში[სასამართლო] არ მიიღება", - ამბობს სხვიტარიძე.
საბა სხვიტარიძის საბოლოო სიტყვა:
ის კითხულობს ფურცელზე დაწერილ სიტყვას და მოიკითხავს ყველა „სინდისის პატიმარს და დაკავებულ პოლიტიკოსებს", მადლობას უხდის მედიას, ადვოკატებს, ოჯახის წევრებს.
„ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ, როცა ჩემს უკან ჩემი ხალხი დგას, თქვენ მაძლევთ ძალას ბრძოლისთვის, ძალას რომ ვიყო შეუპოვარი, თუნდაც ბრძოლა მიწევდეს გისოსებიდან".
საბა სხვიტარიძე შემოიყვანეს ბადრაგებმა.
„საბააა, ჩემი ძმა", - ფეხზე დგებიან და ესალმებიან დამსწრეები.
ფორუმი